მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
22-ე წუთზე კანკავასთან ბრძოლაში მასპინძელთა საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი ნუვიე წაიქცა, VAR-მა პენალტი დანიშნა და შტოლცმა ლუქსემბურგული გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე ვაისმა ანგარიში გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის მცველმა ეკოფომ მსაჯს შესჩივლა, რომ ნახევარმცველმა კუცკამ უკბინა და ბრატისლაველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. სლოვაკური "სპორტი" წერს, რომ კუცკამ სუარესს მიბაძა.
საპასუხო მატჩი 19 ივლისს ჩატარდება.
ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - სვიფტი 1:1
გოლები: 0:1 შტოლცი (22, პენ), 1:1 ვაისი (25)
გაძევება: კუცკა (45+6)