"სლოვანის" ფეხბურთელმა მეტოქეს უკბინა - ბრატისლაველებმა სახლში ვერ გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „სვიფტის“ დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

22-ე წუთზე კანკავასთან ბრძოლაში მასპინძელთა საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი ნუვიე წაიქცა, VAR-მა პენალტი დანიშნა და შტოლცმა ლუქსემბურგული გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე ვაისმა ანგარიში გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის მცველმა ეკოფომ მსაჯს შესჩივლა, რომ ნახევარმცველმა კუცკამ უკბინა და ბრატისლაველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. სლოვაკური "სპორტი" წერს, რომ კუცკამ სუარესს მიბაძა.

Sportall.Ge

შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საპასუხო მატჩი 19 ივლისს ჩატარდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - სვიფტი 1:1
გოლები: 0:1 შტოლცი (22, პენ), 1:1 ვაისი (25)
გაძევება: კუცკა (45+6)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლადო ახალაია არის დედით მოლდაველი, და ბაბუამისი იყო ფეხბურთელი, იქ გაიზარდა, არჩევანიც ბაბუამისის ხათრით მოლსავეთის ნაკრებზე გააკეთა, როგორც მახსოვს მამამისის კომენტარი იყო რომ, მისი სურვილი იყო თავის შვილს საქართველო აერჩია , მაგრამ მოლდავეთი გადაწტვიტაო, ეს ბიჭი თუ არ ვცდები ინტერის აკადემიაშიც იყო, თან კაპიტნის სამკლაურით, როგორც ჩანს ვერ განვითარდა მთლად ისე მაგის კარიერა როგორც თქვიდან ჩანდა
Vasili
09:47 13-07-2023
0
ლადო ახალაია ტორინოU19-ის საკუთრებაა და იჯარითაა სვიფტში. ტორინოში მოხვდა ინტერიU19-დან. დაბადებულია რუმინეთში და არის მოლდავეთის მოქალაქე.
მონაცემები: 21 წლის, თავდამსხმელი, სიმაღლე 189, მუშა ფეხი - ორივე.
ლადო
09:33 13-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული