"სლოვანის" ფეხბურთელმა მეტოქეს უკბინა - ბრატისლაველებმა სახლში ვერ გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „სვიფტის“ დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

22-ე წუთზე კანკავასთან ბრძოლაში მასპინძელთა საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი ნუვიე წაიქცა, VAR-მა პენალტი დანიშნა და შტოლცმა ლუქსემბურგული გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე ვაისმა ანგარიში გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის მცველმა ეკოფომ მსაჯს შესჩივლა, რომ ნახევარმცველმა კუცკამ უკბინა და ბრატისლაველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. სლოვაკური "სპორტი" წერს, რომ კუცკამ სუარესს მიბაძა.

Sportall.Ge

შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საპასუხო მატჩი 19 ივლისს ჩატარდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - სვიფტი 1:1
გოლები: 0:1 შტოლცი (22, პენ), 1:1 ვაისი (25)
გაძევება: კუცკა (45+6)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლადო ახალაია არის დედით მოლდაველი, და ბაბუამისი იყო ფეხბურთელი, იქ გაიზარდა, არჩევანიც ბაბუამისის ხათრით მოლსავეთის ნაკრებზე გააკეთა, როგორც მახსოვს მამამისის კომენტარი იყო რომ, მისი სურვილი იყო თავის შვილს საქართველო აერჩია , მაგრამ მოლდავეთი გადაწტვიტაო, ეს ბიჭი თუ არ ვცდები ინტერის აკადემიაშიც იყო, თან კაპიტნის სამკლაურით, როგორც ჩანს ვერ განვითარდა მთლად ისე მაგის კარიერა როგორც თქვიდან ჩანდა
Vasili
13 ივლისი 2023 09:47
0
ლადო ახალაია ტორინოU19-ის საკუთრებაა და იჯარითაა სვიფტში. ტორინოში მოხვდა ინტერიU19-დან. დაბადებულია რუმინეთში და არის მოლდავეთის მოქალაქე.
მონაცემები: 21 წლის, თავდამსხმელი, სიმაღლე 189, მუშა ფეხი - ორივე.
ლადო
13 ივლისი 2023 09:33
0
Lado Akhalaia
Gebuertsdatum

01.07.2002

Nationalitéit

Romania
mmm
13 ივლისი 2023 09:28
1
სავარაუდოდ ქართველია ლადო ახალაია მოლდოვის მოქალაქეობით და ტორინოს საკუთრებაა. მივმართავ ჟურნალისტებს გაარკვიონ მის შესახებ.
roma bejanidze
13 ივლისი 2023 09:24
2
ყოფილი ფეხბურთელის ლადო ახალაიას შვილია,დედით მოლდოველი და როგორც ვიცი ბაბუამისი მოლდოვეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია,ერთი იმათთაგანი ჩვენი ვარსკვლავები რომ ათრიეს პირველ შესარჩევში))
გიუშა
13 ივლისი 2023 08:30
1
გიუშ,ის თამაში ნახე და მაინც ამბობ,ჩვენი ვარსკვლავები ათრიესო?!ალბათ იმის გამო ამბობ,რომ წავაგეთ და ანგარიშიდან გამომდინარე გამოგაქვს დასკვნა.თუ მეხსიერება არ მღალატობს,39 ჯერ დავარტყით კარში,მათ კი,მხოლოდ ერთხელ და მაინც წავაგეთ!არ შედიოდა ბურთი კარში და მორჩა!
სოსო
13 ივლისი 2023 16:20
0
ახალია დინამოში თამაშობდა თუ გახსოვთ, დაახლოებით 20 წლის წინ, მისი შვილია დიდ მომავალს ამბობდნენ ამ ბიჭზე, ინტერის 19 წლიანებში იყო თუ არ ვცდები, მაგრამ ახლა სადაც არის ვხედავთ, მოლდოვის ნაკრებში თამაშობს.
Givi
13 ივლისი 2023 07:24
0
ადმინს-ს
ლადო ახალაია (სიმაღლე 189სმ) დაბადებულია 2002 წ რუმინეთში, ნაციონალობა უწერია მოლდოველი. თამაშის დაწყება (თავდამსხმელი) უწერია 2021-2022წ ტორინოს U19-ში. 2022-2023წ გადავიდა ნიდერკონში ბელგიიდან (3 თამაში), ალბათ ნახევარი სეზონის შემდეგ.
G.LA
13 ივლისი 2023 06:31
0
ვინ არის ლადო ახალაია სლოვანის მოწინააღმდეგე გუნდიდან? იქნებ რამე ინფორმაცია გაქვთ
ადმინს
13 ივლისი 2023 01:07
0
21 წლის თავდამსხმელია მოლდავეთიდან! 15 ივნის მოლდოვას ახალგაზრდულმა 3-1 გასვლაზე მოუგო გიბრალტარს ევროპის შესარჩევში ახალაია არ გამოიძახა რუმინელმა მწვრთნელმა სტოიკამ! ჩვენმა ფედერაციამ უნდა გაარკვიოს ეს საკითხი, თუ აქვს ინტერესი ამ ბიჭის! თავდამსხმელების მაგარი დეფიციტი გვაქვს ორთავე ნაკრებში!
მწვრთნელი
13 ივლისი 2023 10:06
1
იმ ლადო ახალაიას შვილია, მოლდოვაში დაბადებულია და ინტერის აკადემიის თითქმის აღზრდილია.
kesha
13 ივლისი 2023 09:36
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული