"ფეჰერვარიდან" 2023 წლის იანვარში "კარლსრუეში" გადასული საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გუნდს გამოიცვლის.
ამის შესახებ "კარლსრუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა "ბალინგემთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:0) "კიკერს" განუცხადა: "მას სხვა კლუბისგან აქვს შეთავაზება და წასვლა უნდა. ეს ასევე კლუბისთვის იქნება საინტერესო, ამიტომ ამ საკითხით დაკავებული ვართ.
ჩვენ ვიცით, რა გვჭირდება. გასაგებია, რომ სანაცვლოდ ორ ფორვარდს ავიყვანთ. ეს ჩემი სურვილიცაა. ზივზივაძის წასვლა ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანია".