საბა კვირკველია საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 31 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც სამი დღის წინ "ნეფთჩისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

საბა 30 წლის რუმინელ მცველ ანდრეი ბურკასთან (კლუჟი) ერთად საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ "ალ ოხდუდში" გადავიდა.

კვირკველიამ "ალ ოხდუდთან" 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.

Sportall.Ge

"ალ ოხდუდი" ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაჯრანის გუნდია, 1976 წელს დაარსდა, საშინაო მატჩებს 12-ათასიან "გრაუნდ პრინს ჰატლულზე" ატარებს, ორჯერ აქვს მოგებული მეორე დივიზიონი, წელს მესამე ადგილზე გავიდა და ელიტურ ლიგაში დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სოფელი არაა ისტორიული ქალაქია ნაჟრანი ტურისტული ლამაზი მშვიდი ყველას გირჩევთ წახვიდეთ
ვალერი
16 ივლისი 2023 15:13
0
ვაა, წარმატებები საბას. მინიმუმ ფულს იშოვის რაღა...
ლაშა
16 ივლისი 2023 10:00
0
კაია,სხვებიც წავიდნენ,ლარს გაამყარებს საზღვარგარეთ ფულის შოვნა და ჩამოტანა(კაზინოები არ იქნება იქ,ონლაინზე უნდა დაიბლოკა თავი და ეგაა)
Levani
16 ივლისი 2023 17:39
1
ლესტერში ვარკვლავების წინააღმდეგ თამაშის ნაცვლად რუსეთში დარჩენა ამჯობინა, ცხოვრებამ მეორე შანსი მისცა, არაბეთში მაინც შეხვდება ზოგიერთ პენსიაზე გასულ დიდ ფეხბურთელს.
Lasha
16 ივლისი 2023 09:18
10
ფოტოზე ერთი სოფლის გუნდი უნდა იყოს, ამ გუნდის მფლობელს ნავთობის წილი არა მაგრამ ერთი მაღაზია ექნება სადმე
გოგა
16 ივლისი 2023 10:32
22
როგორ შეიძლება საუდის არაბეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა?
ბესი
01 აგვისტო 2023 23:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული