უკვე 100 მილიონი - "ნიუკასლი" კვარაცხელიას შესაძენად უკან დახევას არ აპირებს

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნიუკასლში" შესაძლო გადასვლაზე ისევ აქტიურად წერს. Daily Mail-ი იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ სერიოზულად გადახალისდება და გაძლიერდება, კვარაცხელიას სანაცვლოდ ნეაპოლურ კლუბს 82 მილიონი ფუნტი (95 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაც "კაჭკაჭებისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესანიშნავი სეზონის შემდეგ კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღება მიიპყრო; ნეაპოლელებმა შეთავაზებაზე არ უპასუხეს, რამეთუ მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი.

football365-ის ცნობით, "ნიუკასლი" მზადაა შეთავაზება გაზარდოს, ქართველში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც "ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ძლიერი დარტყმა
იქნება, ვინაიდან მას "კვარას" თამაში ძალიან მოსწონს და როგორც ადრე გამჟღავნდა, ცდილობდა, კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა, ხვიჩას "ენფილდზე" გადასაბირებლად "ნაპოლისთვის" გიგანტური თანხა შეეძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თბილისის ბომონდს რა ეშველება ეს კვერცხდაღლილია ნიუკასლმა რომ წაიყვანოს …ინგლისში ეგრე ადვილად ვეღარ ივლიან არადაა მაგარ ცვეტში იყო ნეაპოლი …ნუ აწი ფრონზიონეს მიაწექით …ის ბიჭი არანაკლები ფეხბურთელია მაგრამ მაგასაც ის აგენტი ყავს ვისი ფეხბურთელებიც ნაკრებზე იღლებიან !!!
აუეე
17 ივლისი 2023 11:52
51
ხვიჩა, ყველაფერს ამას და მსგავს ნიუსებს, შეხედე ღიმილით და ირონიიით.... და ივარჯიშე და იშრომე უფრო მეტი... და გთხოვ, წაიკითხო ტატო გრიგალაშვილის ინტერვიუ... კარგი, დროს დაგიზოგავ, ყოველ დღე 6 საათს ვვარჯიშობო...და ხშირად დარბაზში კიდევ ვრჩები და ვაგრძელებო... ტატო, სწორედ ამ არანორმალური შრომის გამოა არანორმალურად ძლიერი... და ამ დროს ანაზღაურება, ფეხბურთელებთან შედარებით სასაცილოა...
გიორგი 50
17 ივლისი 2023 11:32
3
აბა, ჩავუჯექით სერიალებს, სახელწოდებით "ხვიჩას საგა".
გია
17 ივლისი 2023 11:06
15
თუ ინგლისი ლივერპულში წადი ხვიჩა.
ვანჩოპე
17 ივლისი 2023 09:47
2
ნიუკასლი სიტის გზას დაადგება. როგორ შეძლებს გამეორებას ამას ვნახავთ.
G.LA
17 ივლისი 2023 08:27
4
მიზეზთა გამო ხვიჩას "ნაპოლში" დარჩენა ცუდი ვარიანტია; ლივერპული კარგია, მაგრამ არც ნიუკასლია ურიგო, მითუმეტეს, რომ ჩ/ლიგაზე გადოს
ურო
17 ივლისი 2023 08:25
6
რაც არ უნდა იყოს წელს სიტისა და ნიუკასლს შორის იქნება ბრძოლა პირველი ადგილისთვის. ფულმა უკვე გაანათა ჯოჯოხეთი)
დავით 67
17 ივლისი 2023 07:46
6
ადრე თუ გვიან გაანათებს. ეგრე იყო ჩელსიც თუ გახსოვს როცა აბრამოვიჩმა იყიდა. იმდენი დახარჯა რომ მაინც მოიგო ლიგა. ერთი ჩინური სიბრძნეა ასეთი. თუ ძალიან გინდა ქვის გატეხვა ის აუცილებლად გაიბზარება,სანამ გატეხვას დაუპირებ))
დავით 67
17 ივლისი 2023 16:46
1
მაშინ პსჟ რატომ ვერ ანათებს ლიგას?!...
ვოოტ
17 ივლისი 2023 13:28
0
შაშვი არა კაჭკაჭი
???
17 ივლისი 2023 07:29
15
ნიუკასლი არა შაშვი
xishti
17 ივლისი 2023 04:19
23
როდის ნახე ბოლოს ნიუკასლის თამაში?
სიმართლე
17 ივლისი 2023 08:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული