საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამ ზაფხულს "მეცს" არ დატოვებს.
socios-fcmetz-ის ცნობით, "ბარნლის" ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძის ტრანსფერზე 15-მილიონევროიან შეთავაზებაზე უარი უთხრა, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება და გიორგი, დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება.
მიქაუტაძე "მეცთან" ერთად ახალი სეზონისთვის მომზადებას გააგრძელებს - გუნდი კიდევ 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და 13 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში, სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.