პორტუგალიური "რეკორდის" ცნობით, მეკარე გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა.
გამოცემა წერს, რომ 33 წლის მაკარიძე ახალ სეზონში კლუბის გეგმებში არ შედიოდა და გუნდს დაემშვიდობა.
მაკარიძის ტრანსფერი იანვარში "მარიტიმუს" მწვრთნელის ხოსე გომესის ინიციატივით განხორციელდა, მაგრამ ქართველმა პორტუგალიურ გუნდში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მაკარიძემ "მარიტიმუს" მადლობა გადაუხადა და პრიმეირა ლიგაში გადასვლა უსურვა.
ჩიჩკანი არაა მეკარე