18:0 - ლოჩოშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

AutoSharing Option
სერია B-ში გავარდნილი "კრემონეზე" ახალი სეზონისთვის სამზადისს მთიან კურორტ ჩელდედიცოში შეუდგა და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

"კრემონეზემ" ადგილობრივი სამოყვარულო გუნდი "პიევე დი ბონო" 18:0 გაანადგურა და 1 გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

ლოჩოშვილი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 78-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კრემონული გუნდი შეკრებაზე კიდევ 4 სპარინგს გამართავს, 19 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში კი "კატანძაროს" უმასპინძლებს.

ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "კრემონეზეში" ლოჩოშვილი, რომელსაც "რაიო ვალეკანო" ეპატიჟება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
18 გოლოდან სირცხვილია 1 მაინც რომ არ გაეტანა შე კაცო))მიუხედავად იმისა რომ მცველია მაინც
შახრუდინი
04:38 23-07-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული