l'équipe: "ლიონი" საზონოვს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ლიონი" მოსკოვის "დინამოს" 21 წლის ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და ახლა მოლაპარაკება კლუბებმა უნდა გამართონ.

გამოცემა იტყობინება, რომ საზონოვი "ლიონის" მთავარი სატრანსფერო ამოცანაა, "დინამოსთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მასში რუსული კლუბი 3-4 მილიონ ევროს მოითხოვს.

საზონოვი მზადაა "ოლიმპიკთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, თავად ფრანგულმა კლუბმა კი შეძენის შემთხვევაში შეიძლება იჯარით ბელგიურ "მოლენბეკში" გაუშვას, რომელსაც დღეს ამხანაგურ მატჩში შეხვდება.

"მოლენბეკის" და "ლიონის" მფლობელი ამერიკული კომპანიაა, ხოლო საზონოვის ტრანსფერი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შეიძენს" თუ
არა "ზალცბურგი" "ლიონის" 22 წლის მცველ სინალი დიომანდეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგიტომაც არ ათამაშეს მოლაპარაკებები მიდიოდა აშკარად კაია მალე ტოპ მცველი გახდება მას აქვს ამის მონაცემები რაც დაამტკიცა 21Uევროპის ჩემპიონატზე წარმატებები
ემიგრანტი
19:44 23-07-2023
2
ლიონი ლიგა 1-ში მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ასე რომ შესანიშნავი ამბავია!
ლაშა
19:31 23-07-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული