კვარაცხელია "სპალთან" სათადარიგოა - ჯუღელი ტრიბუნაზე დე ლაურენტისთან ერთად იმყოფება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ წვიმიან ამინდში „სპალს“ მასპინძლობს.

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, ფაქტობრივად, სათადარიგო სასტარტო შემადგენლობა დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და ნეაპოლური გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელები სათადარიგოები არიან და ალბათ, მეორე ტაიმში შევლენ შეცვლაზე.

შეხვედრას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეუღლესთან ერთად ესწრება. ტრიბუნაზე მათთან კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯუღელი იტალიაში ხვიჩას კონტრაქტის განახლების საკითხის განსახილველად ჩავიდა. Sky Sport-ის მტკიცებით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თამაში არ ქონდა ცუდი მარა ეს ნავსი ვერა და ვერ გატეხა რა.
ეეე
22:18 24-07-2023
1
ჯუღელი და დე ლაურენტისი რომ მესმის, სულ კვარას "გაზრდილი" ხელფასი მახსენდება და ნერვები მეშლება!
ზურა
22:02 24-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული