"მოგვატყუეს, აგენტს და ამ ადამიანს ჩაკვეტაძეზე დიდი გავლენა აქვს და "უოტფორდში" გადასვლა აიძულეს" - ვაისი ქართველის გამოსყიდვაზე

AutoSharing Option
"სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს ჩვენებურის "გენტიდან" გამოსყიდვა ძალიან უნდოდა, თუმცა 23 წლის ქართველი საბოლოოდ "უოტფორდში" აღმოჩნდა.

სლოვაკური პრესა წერს, რომ ბელგიელებმა ბრატისლაველებს ჩაკვეტაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო დაუსახელეს და ამ ფულის გადახდა "სლოვანს" არ შეეძლო. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით კი, "უოტდორდს" იჯარის შემდეგ გიორგის შეძენა 2 მილიონ ევროდ შეეძლება.

"ჩაკვეტაძეზე დიდი გავლენა აქვს მის აგენტს და მის კიდევ ერთ მეგობარს, რომელიც ასევე ქართველი აგენტია.

გიორგის "უოტფორდში" გადასვლა აიძულეს. "გენტს" ასევე
სურდა, მას უკეთეს ჩემპიონატში ეთამაშა. ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მას დავეხმარეთ და არაფერი დაგვრჩა.

ტრანსფერს რაც შეეხება, ფულის ნაწილი ჩვენ დაგვიბრუნდება. "გენტი" და ქართველის აგენტი გიორგით სპეკულირებენ. შეიძლება ითქვას, რომ მან ცოტა ჩვენც მოგვატყუა. ჩვენ მათ დავეხმარეთ და მათ ყველაფერი არ გააკეთეს, რომ კლუბში დარჩენილიყო.

ის ჩვენ ძალიან გვაკლია. ჩაკვეტაძე დამაკავშირებელი რგოლი იყო დაცვას და თავდასხმას შორის. მას არ გაჰქონდა გოლები, თუმცა ყველა მნიშვნელოვან მომენტში მონაწილეობდა", - აქვეყნებს ვაისის სიტყვებს Sport.aktuality.sk.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

მკითხველის კომენტარები / 34 /
"მას არ გაქონდა გოლები, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან მომენტებში მონაწილეობდა" - აი ეს არის ჩაკვეს სათამაშო ფუნქციის ზუსტი შეფასება და ზუსტადაც ამიტომ უნდა ვუთხრათ მადლობა ვაისს ჩაკვეს "ფეხზე წამოდგომაში".
ვაჟა მასწ.
13:45 25-07-2023
3
ჩაკვე ბავშვი აღარაა! ეგერ "ბაიერნი" გაუმაზია, აგერ კიდევ სხვის ჭკუაზე დადის და კეთილისმყოფელი გაანაწყენა; წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ზოგჯერ .... თავი მარტო ბურთზე დასარტყმელად ხომ არა აქვს ადამიანს?
იროდი
13:47 25-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული