ხვიჩას პირველი მატჩის შეფასება ახალ მწვრთნელთან, განსხვავება სპალეტის ტაქტიკასთან და ანგისას როლი...

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ერთი ამხანაგური მატჩით ("სპალთან" 1:1) სიღრმისეული ანალიზის შემოთავაზება სწორი არ იქნება, თუმცა, იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ გუნდისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არსებობს, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ქართველის მიერ ჩატარებული პირველ მატჩის ანალიზი მოგვიწევს.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სპალეტისა და გარსიას ტაქტიკებს შორის დიამეტრალურად განსხვავებები არაა, რგოლებში გუნდი ერთნაირი რაოდენობის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მთავარი ცვლილება, რაც ფრანგმა გუნდის თამაშში უნდა შეიტანოს, ნახევარდაცვის იმგვარად გარდაქმნაა, მათ თამაში მხოლოდ მაშინ არ გამოსდიოდეთ, როცა ისინი
ბურთით არიან. ე.წ. გეგმა ბ სპალეტის განკარგულებაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა. სანამ შუა ხაზში ტრანსფერებს არ ვნახავთ, ამ მხრივ დასკვნები მაინც ნაადრევია, თუმცა მწვრთნელი ამაზე მეტს უნდა მუშაობდეს - ასე ჩანს...

Sportall.Ge

ვიცით, რომ გარსია ზამბო ანგისას კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ამან გუნდს დამატებითი არსენალი უნდა მისცეს. კამერუნელის გოლი იქნებ ამ ფაქტორსაც უნდა დავუკავშიროთ. გვახსოვს, გასულ სეზონში, მსოფლიო ჩემპიონატამდე ანგისა რა კარგად გამოიყურებოდა როგორც ართმევებში, ასევე შეტევით ფაზაში, ამის შემდეგ კი მაისის ბოლომდე "ნამდვილ" ზამბოს ვეძებდით. მთავარია, როგორ დაკომპლექტდება ნახევარდაცვა. "სპალთან" მატჩში იმაშიც დავრწმუნდით, თუკი კარგ ფორმაშია, პიოტრ ზელინსკის რესურსი აქვს, არაერთი შედეგიანი პასი ჰქონდეს. პოლონელს "ლაციოს" უკავშირებენ, მომავალი სეზონის დაწყებამდე ცოტა რჩება და გუნდის გადაწყობას დრო დასჭირდება. წინა ზაფხულისგან განსხვავებით, ტრანსფერები აშკარად გვიანდება.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ნახევრად ექსპერიმენტულ შეხვედრაში შედეგი მთავარი არაა და დასაფიქრებლად ეს ფრე იქნებ უკეთესიც იყოს, თუმცა ფრანგ სპეციალისტს ერთი დილემა მუდმივად ექნება, სუსტი გუნდები ეცდებიან, მოქმედ ჩემპიონს ქულები ყველა გზით დააკარგვინონ. ნეაპოლელთა ცებტრალური დაცვის რესურსი საკმარისი ნამდვილად არაა და კიმის შემცვლელი მაქსიმალურად მალე უნდა იპოვონ. ასევე, ალექს მერეტის სტაბილურობა ნამდვილად არ აქვს...

რაც შეეხება კვარაცხელიას - ხვიჩა, ტრადიციულად, მონდომებული იყო და თავის საუკეთესო თვისებებს ავლენდა. მართალია, "კვარას" "მშრალი" სერია აქვს, თუმცა ის გასული სეზონის ბოლოსაც ისეთი იყო, როგორც 24 ივლისის მატჩში - მუდმივად მოძრაობაში მყოფი, გამწვავებასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებაზე ორიენტირებული. მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა და ეს აღსანიშნავია. ჩვენებურს გატანაც შეეძლო და "ასისტენტად" ყოფნაც. თუკი დარჩენილ დროში რამე არ შეიცვლება, ქართულ-ნიგერიული დუეტი ისევ ერთად გააგრძელებს და მათ სიმწვავეს ახალი ელემენტები დაემატება. რასპადორისაც დიდი ამბიციები აქვს.

Sportall.Ge

ორი საკითხია საინტერესო: პირველი - გარსიას ტაქტიკაში კვარაცხელიას რამდენად ექნება დავალება, დაცვით ფაზაშიც ისეთივე აქტიური იყოს, როგორც ამას სპალეტის დროს ვხედავდით. თუკი ახალი თავკაცი უფრო მრავალფუნქციურ ნახევარდაცვას ჩამოაყალიბებს, ხვიჩას მაქსიმალურად მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს. როგორც რუდის ზოგადი განცხადებები, ასევე მატჩი, ამის დასკვნის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ისევ გავიმეორებთ, რომ დარჩენილი ამხანაგური მატჩები უფრო მეტს გაგვაგებინებს. რაც შეეხება მეორე ამბავს, სპალეტის გუნდის ნაკლი თუ რამე იყო, ეს სტანდარტული მდგომარეობების ცუდად გამოყენებაა. საქმე მხოლოდ პენალტებში არ ყოფილა, საჯარიმო დარტყმებზეც იმავეს ვიტყოდით და კუთხურებისას ცოტა გაუგებარ ვითარებას ვხედავდით, სადაც მარიო რუი აუცილებლად მონაწილეობდა; ალამთან ერთზე მეტი ფეხბურთელი იყო, კვარაცხელიას კი მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ვამჩნევდით, საიდანაც რამდენიმე ხიფათი შექმნა. "მილანთან" გუნდმა ათზე მეტი კუთხური ჩააწოდა, ამას კი შედეგი არ მოჰყოლია. ყველაზე მწვავე მაინც 77-ე ნომრის ჩაწოდებები იყო, თუმცა ეს იშვიათად ევალებოდა. ისე გამოიკვეთა, რომ ხვიჩამ კუთხურები ხშირად უნდა შეასრულოს და ეს გარსიას სწორი სვლა იქნება. 

შემდეგი მატჩი 29 ივლისსაა, ლობჟანიძისა და აბურჯანიას "ჰათაისპორთან".

altკვარაცხელიას პირველი მატჩი სეზონში - "ნაპოლიმ" "სპალს" ვერ სძლია [VIDEO]

altTutto Napoli: ხვიჩა - გუნდის იმედი და ჯუღელის საგანგებო ვიზიტი

მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარა წადი წალენჯიხაში სანამ უდინეზეში არ გაგიშვეს
1212
01:09 26-07-2023
28
შარშან,სეზონის დასაწყისში,შეტევისას,ბურთი ხშირად,პირდაპირ ერთი პასით გადადიოდა,ერთი ფლანგიდან მეორეზე.ეს ,თავისუფალ სივრცეებს ქმნიდა და შეტევაც მწვავე გამოდიოდა.მერე და მერე,ეს დაიკარგა და სპალთან თამაშშიც,ერთი ფლანგიდან მეორეზე,3-4 პასით თუ მიდიოდა!რა თქმა უნდა, მოულოდნელობა აღარ არის.ამ ერთ წელიწადში,ხვიჩას ფიგურა,საგრძნობლადაა შეცვლილი.დღეს ის,ბიჭი კი არა,მძლავრ სხეულიანი მამაკაცია,რომელიც თამაშის სტილის შეცვლასაც გამოიწვევს.ამ სეზონში,მას ფიზიკა,უკან ჩამოსასვლელადაც ეყოფა და შეტევაში მძაფრი თამაშისთვისაც,თუმცა სავარაუდოდ,მასის მატებიდან გამომდინარე,აღარ იქნება ძველებურად ბურთიანად მოფარფატე,მიმართულების წამიერი შეცვლის უნარით.ვფიქრონ უფრო წინ,სხეულის მასის და ფიზიკური ძალის გამოყენებით დრიბლინგები წამოიწევს,ფილიგრანულ ტექნიკასთან ერთად.ერთიცაა,შარშან სეზონის დასაწყისში,ხვიჩა ძალიან დიდი სიზუსტით ურტყამდა კარში.გაზაფხულისაკენ ეს სიზუსტე შემცირდა და შესაბამისად შედეგიანობაც გაქრა.ჩვენ ყველაფერს გადაღლას ვაბრალებდით,მაგრამ ეს შესაძლოა მასის მომატების გამო,სხეულის მექანიკის შეცვლამაც გამოიწვია.ამ შემთხვევაში,უკვე სხვანაირ სხეულს,სხვანაირი ტექნიკა დასჭირდება და ხვიჩა უნდა გადაეწყოს.ამას კი დრო დასჭირდება.ვნახოთ,მალე ყველაფერი გამოჩნდება.თუ ის ტექნიკა ჰქონდა და სხვა დასჭირდა,სხვანაირ,ადაპტირებულ ტექნიკასაც აითვისებს.
რაც მე დავწერე,ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ მდგომარეობის ახსნის ჰიპოთეზაა,რომელსაც არსებობის უფლება აქვს,მაგრამ სულაც არ არის სავალდებულო,სიმართლე იყოს.
სოსო
21:29 25-07-2023
1

სიახლეები პოპულარული