"აპოელმა" ქვილითაიას და დვალის გოლებით "ვოივოდინას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "აპოელმა" სახლში სერბეთის "ვიოვოდინას" 2:1 სძლია - მასპინძელთა გუნდიდან თავი ქართველებმა გამოიჩინეს.

32-ე წუთზე კვიპროსული გუნდი გიორგი ქვილითაიამ დააწინაურა, 56-ე წუთზე დეიან ზუკიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 65-ეზე კი ლაშა დვალმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქვილითაია 86-ე წუთზე შეცვალეს.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს ნოვი სადში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი რომელი ფორვარდი უნდა დაებრუნებინათ სამშობლოში დინამოებიდან რომელიმეს მაგრამ სძინავთ
bejo
00:57 28-07-2023
9
32 წუთზე დაწინაურება და 26-ზე გათანამბრება ??? ძველი წელთაღრიხვით ვართ :) ?
bebe
18:27 28-07-2023
0

სიახლეები პოპულარული