მატჩის დღე! ხვიჩას კრიტიკა "მიზნის გასწორებაზე" და მუშაობა პოლიტანოს ალტერნატივაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სეზონისწინა მზადების ეტაპზე მორიგ მატჩს დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის დროით კვლავ 20:30 საათზე გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე ესპანური "ჟირონა" იქნება.

რაც უფრო ახლოვდება სერია "ა"-ს პირველი ტური, ფრანგი სპეციალისტი უფრო მეტად ეცდება, ის შემადგებლობა გამოკვეთოს, რომელსაც გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" შეხვედრისთვის გამოიყენებს. ნეაპოლელებმა კიმის შემცვლელად დარჩენილ დროში ვინც უნდა შეიძინონ, რაჰმანი-ოსტიგორის ცენტრალური მცველების დუეტი, პირველ ეტაპზე მაინც, შეუცვლელი იქნება. გუნდი ცდილობს, მარჯვნივ მატეო პოლიტანოს ალტერნატივას მიაგნოს, რადგან ირვინ ლოსანო კარიერის შტატებში გაგრძელებასთან ახლოსაა. ბოლო ინფორმაციით, ახალწვეული პსვ-ის
20 წლის ბელგიელი შემტევი იოან ბაკაიოკო იქნება.

Sportall.Ge

იტალიაში ექსპერტებმა იმაზე საუბარი განაახლეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სიზუსტესთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, ქართველმა გარემარბმა ბოლოს "ატალანტას" გაუტანა, ის გოლი კი სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს. "კვარას" კრიტიკა არასოდეს აშინებს, პირიქით, უფრო მობილიზებულს ხდის. ისე კი, გასული წლის შეხვედრაში "ჟირონას" მან თერთმეტმეტრიანიდან გაუტანა.

როგორც ჟირონელებს, ასევე ნეაპოლელებს, მიმდინარე ზაფხულში ამხანაგური მატჩი არ წაუგიათ. 36 წლის ურუგვაელ კრისტიან სტუანის კი ისევ გააქვს. გაიტანა პსვ-დან გადაბარგებულმა 19 წლის ბრაზილიელმა სავიომაც. გუნდშია კიევის "დინამოს" ექსნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი...

შეგახსენებთ, თურქულ "ჰათაისპორთან" კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. ჩვენებური ერთ-ერთი საუკეთესო იყო "სპალთან" დაპირისპირებაშიც. რაც შეეხებათ უახლოეს მეტოქეებს - "აუგსბურგი" და "აპოლონია".

altilmattino: "კვარა" არაამქვეყნიური და დაბალანაზღაურებადია - როგორ გამოიყენებს რუდი გარსია?

altმთავარი სიახლე "ნაპოლის" თამაშში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის "დაბრუნება" და ექსპერიმენტი, რომელიც წარსულს ჩაბარდა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
https://okestream2.pro/VrNIVja
ნიკა
21:43 02-08-2023
1
ხვიჩას მიზანი გამრუდებული აქვს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
თამაზი
21:38 02-08-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული