"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტოში, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა დააყენა. სტუმრები მე-13 წუთზე ესტეგორის შეცდომის შემდეგ სტუანიმ დააწინაურა, 42-ე წუთზე კი ლოსანოს მოპოვებული პენალტით ანგარიში სიმეონემ გაათანაბრა.

61-ე წუთზე რუდი გარსიამ 9 ფეხბურთელი შეცვალა და კვარაცხელიაც შეიყვანა მოედანზე. ხვიჩა აქტიურად ჩაერთო თამაშში, სწრაფი კონტრიერიშისას არნაუმ წააქცია და კატალონიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ ქართველი ისევ მოცელეს, მუხლი იტკინა, თუმცა შეცვლა არ მოითხოვა. ერთი სიტყვით, ისე ეუხეშებოდნენ, გეგონებოდა, სპარინგი კი არა, უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.
"კვარამ" რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია და "ნაპოლიმ" 3:1 მოიგო. "კვარას" თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.

დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ოსიმენს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს - კლუბი თანახმაა 8 მილიონი, პლუს ბონუსები გადაუხადოს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 1:1 (პენ 3:1)
გოლები: 0:1 სტუანი (13), 1:1 სიმეონე (42, პენ)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ნახევარ საათში თამაშით რა დასკვნა უნდა გააკეთო ამხანაგურ თამაშში...კარგია რომ ფიზიკურად ძალიან მოძლიერებულია.. სამჯერ ძალიან უხეშად ეთამაშნენ.და კარგია რომ ტრამვა სერიზოლი არ მიიგო... ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთბდა...სისწრაფეში ცოტა მოკლებული აქვს..პასებს ჩვეული სირბილით ვერ აკეთებდა..საერთოდ ამ თამაშში ნაპოლის შემტევეი არ ჩანდნენ..რომ გაემწვავებინა თამაში...ნმადვილად ვერ მივხდი რა შეცვალა გარსიამ..ოსიმენის არყოფნაში ჩოლიტო არ უნდა შეეცვალა ...გოლის გამტანი შემტევი მოედანზე ფაქტიურად არ იყო...ასეთი კალხოზნი ფეხბურთით არა მგონია შორს წავიდნენ...
ბუჯანგა
02 აგვისტო 2023 23:13
6
დანანებით მსურს აღვნიშნო - ყველაფერი იქით მიდის რომ ეს ბიჭი ერთი რიგითი ფეხბურთელის დონეზე დავა სერია ა-ში. ღმერთმა ნუ ჰქნას მაგრამ ასე თუ მოხდა, სკამზეც დასვამენ და ქართულ ფეხბურთსაც სახელი შეელახება...
სიმართლე
02 აგვისტო 2023 22:52
79
ლევან თედიაშვილმა,თბილისის ტურნირი,ისე მოიგო,ორიოდე წუთში უმთავრებდა საქმეს,ყველას.გულშემატკივრები ეხვეწებოდნენ,ტრიბუნიდან,ნუ აქცევ ლევან,ასე სწრაფად,ცოტა ჭიდაობასაც გვაყურებინეო,მაგრამ არავის მოუსმინა!სახლში ჩასულს,მეზობლებმაც უსაყვედურეს და ლევანი ეკითხება;-ბილეთში რამდენი გადაიხადეთო?მანეთნახევარიო,ასე ღირდა სპორტის სასახლის ბილეთები.ჰოდა რამდენიც გადაიხადეთ,იმდენისა ვიჭიდავეო,მოუჭრა ლევანმა.ჩემთან პირველი ტაიმი რომ მთავრდებოდა,მაშინ ამოვარდა ქარწვიმა და დენიც, რა თქმა უნდა გამეთიშა.ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ რამდენი ხელფასიც დაუნიშნა,დე ლავრენტისმა,იმდენისა რომ ითამაშოს,გასამტყუნარი იქნება?!აღარც რუბინში იკლავდა თავს და ნაკრებში თამაშობდა კარგად.ჰოდა დე ლავრენტისიც ღირსი იქნება,ასე მოექცეს და ჯუღელიც!ოსიმენს აძლევენ დიდ ხელფასს და მან მოიგოს,ჩემპიონობა!
სოსო
03 აგვისტო 2023 12:55
1
სიმართლე არ გრცხვენია? შენ არ იძახდი შარშან, ნაპოლში ბურთის მიმწოდებლად მიჰყავთო? წელსაც გამოძვერი სოროდან? არაუშავს შეხვალთ ისევ უკან ხვიჩას მოძულეები, ან სახელებს გადაირქმევთ და ვითომ გულშემატკივარი გახდებით, მომდევნო უგოლო თამაშამდე. ფუ როგორი სირცხვილია როცა ასეთი ხარ
სიმართლეს
03 აგვისტო 2023 01:01
5
ყველა გამოხმაურება
ძალიან უხეშად ეთამაშებდონენ, ის მცველი გასაგდები იყო რამდენჯერმე ძალიან ეუხეშა კვარას. პენალტიც დასადები იყო ამ თამაშში კვარაზე. უბრალოდ პირველი საეჭვო პენალტი დადო მსაჯმა და მეორეზე თვალი იმიტომ დახუჭა. კვარა კი არა ნაპოლიმ თამაში ძალიან მოუკლო და ყველას დაეტყო ეს ამბავი. პოლონელი, ანგისა და ლობოტკა ცენტრში ვერ არიან ისეთები როგორიც იყვნენ და აშკარად რაღაც მოსაფიქრებელი აქვს ახალ მწვრთნელს!
zaza
02 აგვისტო 2023 22:47
2
შარშან რო გენახა ამხანაგურები იფიქრებდი გასავარდნ ზონას ვერ გაცდებიანო ამიტომ შეიცვლება ყველაფერი სერია ა ში მეგობარო
03 აგვისტო 2023 00:16
2
ნეტა რისთვის შედის მოედანზე ... ეს მალე გადაინაცვლებს სათადაეიგო სკამზე, იმ ვიღაც ახალმა უფრო კარგად ითამაშა ამის პოზიციაზე...გაიღვიძე ხვიჩააააააააა
გაგა
02 აგვისტო 2023 22:38
45
აი ამიტომ უნდა მიხედო უპირველესად ფეხბურთს (თუ პროფესიონალი გსურს იყო) და მხოლოდ შემდეგ ანუ მოგვიანებით უნდა მოიცალო პირადი ურთიერთობებისთვის
fani
02 აგვისტო 2023 22:54
21
ეს გარსია ვერ გავიგე რა სპარინგებს ირჩევს @ ყასბებს და მეხორცეებს @@ წინა თამაშშიც როგორ ურტყავდნენ კვარასაც და სხვებსაც @ და აქაც იგივე @@ მუხლი არა (მადლობა ღმერთს) მუხლის ზემოთ კუნთში მოარტყეს ფეხი და იმედია უბრალო დაჟეჟილობაა და ერთი პენალიც არ მისცა მსაჯმა კვარა ხელით რომ დაიჭირეს საჯარიმოს კუთხეში
zura222
02 აგვისტო 2023 22:37
1
ნაცები გამოსულან ასპარეზე.რა სანაიამ იაქტიურეთო?
!!
02 აგვისტო 2023 22:47
28
ძალიან მოკლებული აქვს რეები აკეთა თქვვე აქეთ ბიჭებო აქეთ რაღაც ჭირს ამ ბიჭს
BICHI
02 აგვისტო 2023 22:32
31
მოკლებული თქვენ გაქვთ ტვინებში, თქვენნაირ ჩასაფრებულებს. იიი ნაპოლიში ვერ გაქაჩავს, იიი გაანათხოვრებენ.
თქვენ არ იძახდით შარშან?
გულზე ხელი დაიდეთ რამდენს გინდოდათ რომ ჩაფლავებულიყო.
ახლაც იგივე გინდათ და ვერც მალავთ სურვილებს.
ფუ მართლა
!!
02 აგვისტო 2023 23:21
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული