გიორგი ჩაკვეტაძის გვარი უკვე საკმაოდ დიდი ხანია გვესმის, თუმცა ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. აღმაფრენით ჩატარებული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, გამორჩეული თამაში საქართველოს პირველობაზე და გამართლებული შანსი ვლადიმირ ვაისისგან ეროვნულ ნაკრებში - ასე შემოვიდა "ჩაკვე" ჩვენს გულებში. ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როცა მან უნდა დაამტკიცოს, რომ თავის
ქართველ ნახევარმცველს ლიგაში, სადაც თამაშები ინტენსიურად იმართება, არაერთი თვისების გამოვლენა დასჭირდება. ჩვენებურმა, პირველ რიგში, საკუთარი ხელწერით თამაშში სიახლე უნდა შეიტანოს; გიორგის აქვს რესურსი, არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღოს. მას სისწრაფეც არ დაეწუნება. ამავდროულად, ფიზიკური კონდიციების კუთხით ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, ინგლისის რანგით მეორე ლიგაში ბევრი ორთაბრძოლა და მსაჯის ნაკლები სასტვენია.
"უოტფორდში" მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. ცოტა ხნის წინ აქ თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ჩისკო იყო, რომელმაც უიმედო სიტუაციიდან გუნდი პრემიერლიგაში აღაზევა. მაშინ დასკვნით მაწილში უოტფორდელები, ფაქტობრივად, ქულებს აღარ კარგავდნენ, რაც აქაურ არაპროგნოზირებადობაში საკმაოდ რთულია. ჩემპიონშიპის სირთულე საკუთარ თავზე შოთა არველაძემაც გამოსცადა. ქართველ სპეციალისტს ძალების გადასანაწილებლად საკმარისი რესურსი არ ჰქონდა.
"უოტფორდში" ახლა ახალი მწვრთნელი მივიდა. ფრანგ ვალერიენ ისმაელს საკმაოდ დატვირთული სათამაშო და სამწვრთნელო კარიერა გაუვლია. ის დაახლოებით ვილი სანიოლის თაობისაა (47 წლის), მიუნხენის "ბაიერნში" კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის შემდეგ თამაშობდა. ისმაელი უპირატესობას 5-მცველიან ტაქტიკას ანიჭებს და ეს მისი წინამორბედის სათამაშო ფილოსოფიას ჰგავს. ახლა მთავარია, ის "ჩაკვეს" სად მოიაზრებს. გუნდი სენეგალელმა იამაილა სარიმ დატოვა და "მარსელში" გადავიდა, ეს კი სერიოზული დასუსტებაა.
ჩაკვეტაძის ახალმა გუნდმა გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. ჩემპიონშიპიდან დიდი უპირატესობით აღზევებულ "ბარნლისთან" მათ 4 ქულა მოიპოვეს. ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ 3 ამხანაგური მატჩში ჩაატარეს, ლონდონის "არსენალს" კი (1:1) დაუზავდნენ.
24-გუნდიან ჩემპიონატში დატვირთული გრაფიკი იწყება. "უოტფორდი" აგვისტოში 5 შეხევედრას ჩაატარებს (ერთს თასზე), 2 სექტემბრის ტურის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა იქნება. ახალ წლამდე ჩემპიონშიპში მეორე წრე დაიწყება და 25 ტური მოესწრება...
გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოერგოს და სტაბილური საკლუბო კარიერა ჰქონდეს!..
43 წუთი ითამაშეს.
მეორე ნახევარში ველოდებით გიორგის დებიუტის.