ჩაკვეტაძის კარგი დებიუტი - "უოტფორდმა" მეტოქე გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„უოტფორდში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა.

ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე ქპრ 4:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, თამაში კიდევ უფრო გაამწვავა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ერთი სიტყვით, დებიუტი ურიგო არ გამოუვიდა და უკეთეს გაგრძელებას ველით.

8 აგვისტოს „უოტფორდი“ ლიგის თასზე გასვლაზე „სტივენიჯს“ დაუპირისპირდება, ხოლო 12 აგვისტოს ჩემპიონშიფის მეორე ტურში „პლიმუთს“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ქპრ 4:0
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (1), 2:0 ლოუზა (20), 3:0 მატეუს მარტინსი
(38), 4:0 ბაიო (43)

მკითხველის კომენტარები / 23 /
სლოვანში სულ ვარსკვლავები რომ ეკრიფა ციდან, სლოვაკური ლიგის ტემპი და გამოწვევები მაინც არ კმაროდა მისი ნიჭის მიძინებული ვულკანის ასაფეთქებლად. ჩემპიონშიპი ამისთვის ზედგამოჭრილია. რაც ითამაშა, ანუ ბოლო 20 წუთის მანძილზე დებიუტანტი რას მიქვია, საუკეთესო იყო მინდორზე, კომენტატორს მისი გვარი ეკერა პირზე. ახლა ჩაკვეზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ არ დაიზარებს ვარჯიშს და იმ კონდიციებამდე მივა, რომ 90 წუთიც ასე ჩაატაროს, უოტფორდი რომ არ გადავიდეს, ჩაკვე მაინც გადავა პრემიერლიგაში და რაც მთავარია - მარტო მამარდას, ჩაკვეს და კვარას ფაქტორი იკმარებს იმისთვის, რომ ნაკრებმა ძალიან მაღალი მიზნები დაისახოს და ბოლოს და ბოლოს გაახაროს კიდეც ქართველი გულშემატკივარი! ღმერთი შენკენ, ჩაკვე, მაგრამ ხომ იცი, ღმერთს უბრძანებია, ხელი გაანძრიე და დაგეხმარებიო! ჰოდა, აბა, შენ იცი!!!
ქომაგი
20:56 05-08-2023
2
ძალიან მოტივირებული ჩანდა , მონდომება ეტყობოდა და მჯერა ძალიან კარგად წარმოაჩენს თავს, ნელ-ნელა შევა და მორგება გუნდს,
გ.შ.
20:12 05-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული