კეინის პოკერი - გოჩოლეიშვილმა "ტოტენჰემთან" შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
საქველმოქმედო მატჩში „შახტარი“ ლონდონში „ტოტენჰემთან“ 1:5 დამარცხდა.

პოკერი ჰარი კეინმა შეასრულა, რომლის შეძენას „ბაიერნი“ ცდილობს.

„შახტარის“ მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

კარიერაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა დონეცკური გუნდის 39 წლის მეკარე ანდრეი პიატოვმა.

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოტსპური“. 56 331 მაყურებელი
ტოტენჰემი - შახტარი 5:1
გოლები: 1:0 კეინი (38, პენ), 1:1 კელსი (45), 2:1 კეინი (50), 3:1 კეინი (55), 4:1 კეინი (79), 5:1 სკარლეტი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისეთი კომენტარებია ;გული აგიჩუყდება: პირდაპირ. რა მოსკოვი და რა ტოტენჰემი ჯიგრებო უფრო მეტი გულისტკივილი არ გაქვთ ბიჭო ჩვენს ფეხბურთზე? წყალწაღებულები რომ ვართ ამ სპორტში და დანარჩენებში კიდევ არაგვიშავს.ჰოკეი რომ ჰოკეია ისიც ისწავლეს ქართველებმა და აი ამ ფეხბურთს არ ეშველა. მე რასაც დავაკვირდი დავრწმუნდი ერთ რამეში რომ ჩვენებმა უბრალოდ არ იციან ფეხბურთის თამაში ტვინი არ ყოფნით არ იციან რა დროს რა გააკეთონ. არადა ჩვენები ძველებიდან დაწყებული არველაძეებით დამთავრებული მსოფლიოს აზანზარებდნენ ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ. კალაძე რა ცუდი ოყო? უსერიოზულესი მცველი იყო და დამსახურებულადაც აიღო ლიგა.ქინქი ქეცბაია კეტაშვილი გელა უმაგრესი ქართველი ოლიმპიელი. კაცს უთხრეს ფეხი ისეთ დღეში ჰქონდა რომ თუ წახვალ და ითამაშებ განგრენის წინაპირობა გაქვსო და დაიკიდა და წავიდა მაინც და იქ რეებიც გააკეთა ყველამ ვიცით. შელია და გოგიჩა კიდევ ძაან ძლიერები და ბევრი და ბევრი. ეხლა რა ხდება ხდება ის რომ კვარა კვარას გაიძახის ყველა და არაფერიც ეგ თქვენი კვარა არ არის და ვერც იქბნება. მაგაზე კარგი ბიჭები მოდიან და ვენაცვალე მაგათ. აზაროვის მსგავსი მე ჯერ ახლებში ვერავინ ვნახე. ძაან მაგარია და სად კვდება ცვ. ზვეზდაში რა უნდა მაგას გაგიჟებული ვარ. კიტეიშვილი ავსტრიაში და ბევრნი და ბევრნი კიდევ.
Edinio
00:42 08-08-2023
2
იმედი მქონდა ვინმე დაწერდა,მაგრამ წუხელ მოსკოვის დინამომ,გასვლაზე,სანკტ პეტერბურგის ზენიტი დაამარცხა,3-2!უკიდურესად დაძაბული მატჩი იყო.პირველი ტაიმი,დინამომ მოიგო 2-1 და მეორე ტაიმში,როცა გადავრთე,ზენიტი ძალიან მაგრად აწვებოდა.თითქმის მხოლოდ დინაამოს საჯარიმოში მიდიოდა თამაში.სადღაც 60 წუთის შემდეგ მწვრთნელმა შეცვლაზე შეუშვა საზონოვი და გაგნიძე.ორივე კარგად ჩაერთო თამაშში და გაგნიძე სულ ცდილობდა,ტექნიკის ხარჯზე,ბურთის დაჭერას,ხოლო თუ შანსი მიეცემოდა,გამწვავებასაც.90 წუთზე,ზენიტმა მაინც შესძლო ანგარიშის გათანაბრება,მაგრამ დამატებულ წუთებში,გაგნიძემ ძალიან ტექნიკურად ჩაჭრა მეტოქის გადაცემა,თავზე გადაუგდო მეტოქეს და გარღვევაზე გაუშვა თანაგუნდელი.მან კი,კარის წინ ზუსტად მოძებნა თანაგუნდელი,რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.საზონოვს შეცდომა არ დაუშვია,საიმედო იყო და გოლის დროს,მას ბრალი არ მიუძღოდა.ლუკა კი,მართლაც შესანიშნავი იყო და მისი ასე კარგი თამაში,მოსკოვის დინამოში რაც მინახია,პირადად მე,არ მახსოვს.უშეცდომო არც ახლა იყო,თუმცა იყო აქტიური,მებრძოლი,ძალიან შემოქმედებითი და ძალიან ბევრ მოძრაობასთან ერთად,ბურთის დასაჭერად და დაცვისათვის შვების მისაცემად,ხშირად მიმართავდა დრიბლინგს.
სოსო
15:37 07-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული