კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - მარიო რუი "ნაპოლისთან" დამშვიდობებას აპირებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, დიდი ალბათობით 11 აგვისტოს "აპოლონთან" სპარინგს გამოტოვებს, 19 აგვისტოს კი "ფროზინონესთან" სერია A-ს პირველი ტურის მატჩისთვის მზად იქნება.

საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ახალწვეულმა ნატანმა, ვიქტორ ოსიმენმა და პიოტრ ზელინსკიმ, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ტრავმას მკურნალობს.

ინდივიდუალურად ემზადებოდა 32 წლის მარიო რუი, რომლის შესახებ spazionapoli იტყობინება, რომ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს, თანაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში. პორტუგალიელს კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებას არ აპირებს და ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მარიო ჯუფრედიმ
კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელ რუდი გარსიას განუცხადეს, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში, გუნდის გამოცვლა სურთ.

Sportitalia-ს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა 9 აგვისტოს გაიმართება და ყველაფერი ნათელი გახდება. მარიო რუის "ლაციო" ეპატიჟება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას საუდის არაბეთში თავის გუნდში თანამემამულე რონალდო უხმობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუი ძალიან ძლიერი და საჭირო მოთამაშეა.
ნაპოლი მაგრად წააგებს თუ არ დააფასეს სათანადოდ
თენგო
10 აგვისტო 2023 18:08
1
რომ იცოდე რამდენს უნდა ყველაფერი ცუდად წაგივიდეს კარიერაში და არამარტო კარიერაში.
რომ იცოდე რამდენი შენი თანამემამულე ოცნებობს მაგაზე, რომ არ ვიცოდე არ დავწერდი.
ხოდა არ გაჩერდე!
არ მიანიჭო სიამოვნება ლუზერებს!
!!
08 აგვისტო 2023 17:54
1
რა მაინტერესებს იცით საქართველოს ახალგაზრდულში დაღლილი ვარო და არ ითამაშა კარგი გავიგეთ, მაგრამ ნაპოლის ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმის მერე შეცვლა რატომ არ მოითხოვა, რომ ირბინა და კიდევ უფრო გაიღიზიანა.
ნიკა
08 აგვისტო 2023 15:38
27
მგონი ამოვწუროთ ეს საკითხი ჯობია და მომავალზე ვიფიქროთ. მარტო ამისთვის მადლობა ხვიჩას, რომ ქართული ფეხბურთი სხვა დონეზე წარმოაჩინა და აგერ კიდევ ერთ ძალიან მაგარ ბიჭს დაუფასდა შრომა და "სერია ა" შია დღეს. მაგარი სეზონი გველოდება წინ და მოდი არ გვინდა წამოძახილები და წარსულში ჩარჩენა
ვისტი
08 აგვისტო 2023 19:11
0
მგონი ამოვწუროთ ეს საკითხი ჯობია და მომავალზე ვიფიქროთ. მარტო ამისთვის მადლობა ხვიჩას, რომ ქართული ფეხბურთი სხვა დონეზე წარმოაჩინა და აგერ კიდევ ერთ ძალიან მაგარ ბიჭს დაუფასდა შრომა და "სერია ა" შია დღეს. მაგარი სეზონი გველოდება წინ და მოდი არ გვინდა წამოძახილები და წარსულში ჩარჩენა
ვისტი
08 აგვისტო 2023 18:46
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას მალე ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას და ახალი სეზონის წარმატებულად ჩატარებას ვუსურვებ! ის ბოღმიანი დღესვე წავიდეს, 2 დღეს ნუ იფიქრებს
საქართველო
08 აგვისტო 2023 13:06
2
მარიო რუის ფეხბურთი არ გაიშვას ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ერთი
Rezi
08 აგვისტო 2023 11:15
4
ყველაზე ჭკვიანურად კიმი მოიქცა გახდა ჩემპიონი და საუკეთესო მცველი იტალიაში და წავიდა ტოპ კლუბში. ეს ჩვენი ხვიჩა კიდევ შეეწირა ამ გუნდს, დარწმუნებული ვარ შუა სეზონში მრწვთნელს შეცვლიან მერე აირევა სიტუაცია და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც ვერ მოიპოვეს და ხვიჩაც ამოვარდება ფორმიდან მერე ვინ გადაიხდის 100+ მილიონს კვარაში არაბების გარდა?
რიკი
08 აგვისტო 2023 10:39
30
ხო არ ურიკინებ?)))
რიკის
08 აგვისტო 2023 13:02
3
ხო და ძალიან ცუდად ხარ დარწმუნებული, ჯერ ერთი სულ რომ ეგრე მოხდეს და ნანახი გქონდეს რომ ეგრე იქნება, რა გალაპარაკებს , არ გინდა
გ.შ.
08 აგვისტო 2023 11:35
2
სიამოვნებით დაგემშვიდობებით!!!
სვანსკი
08 აგვისტო 2023 10:23
3
მარიო რუის წასვლას ხვიჩას ყველა გულშემატკივარი მიესალმება,ბოღმის ტომარა,როგორც კი ბურთს მიიღებდა ოღონდ ხვიჩა არა და გინდ ეშმაკს მიეღო მისგან პასი.
სვანსკი
08 აგვისტო 2023 10:20
4
მარიო რუი რუდი გარსიამ აითვალწუნა და გარკვეულწილად ამიტომაც მიდის!
ლაშა
08 აგვისტო 2023 07:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული