"ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, დიდი ალბათობით 11 აგვისტოს "აპოლონთან" სპარინგს გამოტოვებს, 19 აგვისტოს კი "ფროზინონესთან" სერია A-ს პირველი ტურის მატჩისთვის მზად იქნება.
საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ახალწვეულმა ნატანმა, ვიქტორ ოსიმენმა და პიოტრ ზელინსკიმ, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ტრავმას მკურნალობს.
ინდივიდუალურად ემზადებოდა 32 წლის მარიო რუი, რომლის შესახებ spazionapoli იტყობინება, რომ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს, თანაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში. პორტუგალიელს კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებას არ აპირებს და ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მარიო ჯუფრედიმ
კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელ რუდი გარსიას განუცხადეს, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში, გუნდის გამოცვლა სურთ.
Sportitalia-ს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა 9 აგვისტოს გაიმართება და ყველაფერი ნათელი გახდება. მარიო რუის "ლაციო" ეპატიჟება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას საუდის არაბეთში თავის გუნდში თანამემამულე რონალდო უხმობს.
ნაპოლი მაგრად წააგებს თუ არ დააფასეს სათანადოდ
რომ იცოდე რამდენი შენი თანამემამულე ოცნებობს მაგაზე, რომ არ ვიცოდე არ დავწერდი.
ხოდა არ გაჩერდე!
არ მიანიჭო სიამოვნება ლუზერებს!