რატომ არ ძლიერდება "ნაპოლი" და რა ამბიცია ექნება გუნდს? - დე ლაურენტისის იმედები ხვიჩაზე, ოსიმენის დარჩენა და კიმის მოულოდნელი შემცვლელი

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს სტარტი მოახლოვდა, მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლის" მიმართ კი საყოველთაო ინტერესი არსებობს. მთავარი შეკითხვა ისაა, ნეაპოლური კლუბი "ერთწლიანი პროექტი" იყო თუ ისევ ექნება ამბიცია, მაღალი მიზნებისათვის იბრძოლოს.

არსებობს სურვილები და ობიექტური რეალობა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მათი გამიჯვნა კარგად იცის და საკმაოდ პრაგმატული ადამიანი ჩანს. მისმა კლუბმა, რომელიც მან ქვედა ლიგიდან დააწინაურა, სკუდეტო სულ მესამედ მოიპოვა. ამაზე კვლავ ფიქრი რამდენად ადეკვატური შეფასება იქნება? ახალ თავკაც რუდი გარსიას მიზანი, მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა აუცილებლად იქნება. შარშან ამ ტურნირზე ისინი
მეთხედფინალამდე მივიდნენ, თუმცა ლუჩანო სპალეტის ფიქრები მთლიანად მონატრებული სკუდეტოს წინასწარ განმტკიცებაზე იყო.

"ნაპოლისგან" სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტ აქტიურობას ელოდნენ. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენი ახალ გუნდში არ გადავიდოდა. ნიგერიელმა თითქოს აქ მაქსიმალურს მიაღწია და 24 წლის ასაკში სხვა გამოწვევების დრო იყო. ევროპული კლუბებისთვის ვიქტორი მაინც არ გამოდგა ის ფეხბურთელი, რომლის გამოც დე ლაურენტისის ნებისმიერ სურვილს დააკმაყოფილებდნენ, მათ შორის, 150 მილიონის გადახდას. წასვლაზე არც ოსიმენის განსაკუთრებული აქტიურობა გვინახავს. რაც არ გადაიხადეს ახლა, კიდევ უფრო რთულად გადაიხდიან მომავალ წელს და გამოდის, ოსიმენს ნაკლები შანსი აქვს, თუნდაც ედინსონ კავანის გზას გაჰყვეს და კლუბის ბიუჯეტი გაამდიდროს. ქართულ-ნოგერიული დუეტი კვლავ მძლავრი იქნება და მათი შეჩერება ისევ გაუჭირდებათ, ამის განცდა არსებობს, მაგრამ ამისთვის გუნდში გარკვეული სიახლეებია საჭირო, მათ შორის, საკადრო, რაც სამწუხაროდ, არ ხდება.

Sportall.Ge

ნეაპოლელთა ხელმძღვანელობამ კიმ მინ ჯეს შემცვლელზე თითქოს ბევრი იფიქრა, საბოლოოდ კი 22 წლის ბრაზილიელი ნატანი შეიძინა. ამხანაგური მატჩებიდან რაც გამოჩნდა, ნორვეგიელი ლეო ოსტიგორი სასტარტოში ითამაშებს. გვახსოვს, როცა სამხრეთკორეელი მცველი არ იყო, უკანა ხაზს როგორ უჭირდა. არავინ იცის, ახალწვეული როგორ გაამართლებს. ასე ხომ, კულიბალის კიმით ჩანაცვლებაც ნაკლებად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, სამხრეათკორეელს კი საოცარი სეზონი ჰქონდა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერით გაგრძელდა.

ტრანსფერებს ვერც შუა ხაზში ვხედავთ და ეს იმ ფონზე, როცა პიოტრ ზელინსკის წასვლაზე აქტიურად იწერება. თუკი გარსიას ახალი ელემენტების შემოტანა სურს, ეს ნახევარდაცვაში შესაბამისი ფეხბურთელებითაა შესაძლებელია. გუნდში საკმაოდ მრავალმხრივი ელიფ ელმასის რესურსი არსებობს, რასპადორისა და ძერბინის ფუნქციების გაზრდაც შესაძლებელია, თუმცა "ნაპოლის" სასტარტო მატჩი 19 აგვისტოსაა, მანამდე მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ("აპოლონთან") მოესწრება, მთავარ მწვრთნელს კი მხოლოდ სპალეტის გემოვნებით შეძენილი მოთამაშეებისთვის პროფილის შეცვლა შეუძლია.

Sportall.Ge

ფრანგი სპეციალისტის პირობებში კვარაცხელია ახლებურად უნდა ათამაშდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამის ნეაპოლში ყველას სჯერა. ჯერჯერობით ახალი რაც ვნახეთ, ქართველი გარემარბის სტანდარტულ მდგომარეობებში აქტიურად მონაწილეობაა. "კვარა", გასული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ისევ მთავარ გასაღებად რჩება!..

იტალიურ კლუბებში განსაკუთრებული სატრანსფერო აქტივობები არაა, თუმცა ისინი წასულების ზუსტად ჩანაცვლებას ცდილობენ და როგორც კი რომელიმე პოზიცია დასუსტდა, შესაბამისი ალტერნატივების ძიება დაიწყეს. ასე შეცვალა "მილანში" "რეალში" დაბრუნებული ბრაიმ დიასი ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა, "მანჩესტერში" წასული მეკარე ონანა "ინტერმა" იან ზომერით ჩაანაცვლა და ა.შ.

დაველოდოთ ახალ სეზონს და იმედია, ნეაპოლელთა მხრიდან მოულოდნელობებს ისევ ვნახავთ. "კვარადონამ" კვლავ ამბიურ გუნდში უნდა ითამაშოს!..

altკვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - მარიო რუი "ნაპოლისთან" დამშვიდობებას აპირებს

altხვიჩას პირველი მატჩის შეფასება ახალ მწვრთნელთან, განსხვავება სპალეტის ტაქტიკასთან და ანგისას როლი...

მკითხველის კომენტარები / 9 /
აურელიო არ აპირებს ოსიმენის დატოვებას. უბრალოდ კარგ წინადადებას ელოდება.
ქ. გ.
11:18 08-08-2023
4
აუ ეგ ისტიგარდი იქნება თავის კარში რო შეყრის ბურთებს , კრუგომ სირები ყავს კვარა და ოსიმენს
რეზი
11:20 08-08-2023
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული