მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მწყობრში ჩადგა და რუსეთის პრემიერლიგაში "ზენიტთან" სტუმრად მოგებული მატჩის (3:2) 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეხვედრის შემდეგ საზონოვმა კომენტარი გააკეთა:
"კვირა-ნახევარში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი შეუცვლელად ჩავატარე. ეს სერიოზული დატვირთვაა. მოსკოვის "დინამოს" სამედიცინო შტაბმა დასვენების საშუალება მომცა. ახლა ძალები სრულად აღვიდგინე და სათამაშოდ მზად ვარ. ვთვლი, რომ "ზენიტთან" ეს ვაჩვენე".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზონოვის სამსახურით "ფროზინონეა" დაინტერესებული, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ RB Sport-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საბას შეძენაზე
უარი თქვეს.
"ეკიპის" ცნობით, საზონოვით აგრეთვე "ლიონი" იყო დაინტერესებული და ტრანსფერის 3 მილიონ ევროდ განხორციელებას აპირებდა.