კანკავა გატანასთან ახლოს იყო - "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე ჰაიფის „მაკაბისთან“ 1:2 დამარცხდა.

სლოვაკურ გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. კანკავას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გაარტყა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა პლეი-ოფში "იანგ ბოიზს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული ევროპა ლიგის პლეი-ოფში - "რაკუვსა" და ლიმასოლის "არისს" შორის გამარჯვებულს.

ნებისმიერ შემთხვევაში „სლოვანს“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 375 მაყურებელი
სლოვანი - მაკაბი 1:2
გოლები: 0:1
პიეროფი (5), 1:1 კუცკა (12), 1:2 საბა (15)

მკითხველის კომენტარები / 10 /
Რატო ანერვიულდი მალხაზ,ჯაბაც ხო თქვენია,რატო არ მოგეწონა ჯაბას კომპლიმენტი? Თუ მხოლოდ ხვიჩაა თქვენი? Დემნა? Მასხულია?აფხაზების მხარეს რო იბრძოდნენ თქვენებურები და ნაღდი ქართველი ბიჭების სისხლს სვავდნენ(ეხლაც არ აკლებენ) არც ისინი?
Მალხაზ ჯობავას
15:11 10-08-2023
10
Კაცმა კარიერა დაასრულა რამის და ეხლა შენიშნე როგორი დარტყმა აქ?
Გოგა-ს
15:06 10-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული