ჰაიფის "მაკაბისთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:
"დღეს შესანიშნავი ფეხბურთი იყო. მეტოქემ თავისი კლასი დაამტკიცა, თუმცა ჩვენც კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე იბრძოლეს. მეკარე ბორიანმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. მიხარია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. საპასუხო შეხვედრაში მაყურებლებისგან ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ გამარჯვების სურვილით გავემგზავრებით და სასწაულის მოხდენას შევეცდებით".
საპასუხო მატჩი ჰაიფაში 15 აგვისტოს ჩატარდება.