ივა გელაშვილით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
"საბურთალოს" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველით, ივა გელაშვილით, სერია B-ს "სპეცია" დაინტერესდა და მოლაპარაკებას აწარმოებს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად გელაშვილი თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს.

გელაშვილი პრაღის "სპარტას" აღზრდილია, საქართველოში ადრე "სიონში" თამაშობდა, ამჟამად "საბურთალოს" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სომხები სად არიან ერთი წიოკობა რომ ქონდათ ატეხილი არიქა არა ჩვენმა გუნდებმა სან მარინოს კლუბები იფრინეს და ჯგუფებს ამოვავსებთო)))რამდენი ფულიც არ უნდა ვქონდეთ მაინც ჩვენთან ერთად დაასრულებთ ევროსეზონს,რაც შეეეხება იმ ჯგუფურს-ისევე მოიხსენიებთ როგორც ჩვენ 2004 წელს)))
გიუშა
09:46 11-08-2023
4
წარმატებებს გისურვებ იავა. რასაც ამ ზაფხულს ვუყურებ, ტრანსფერები ძალიან რთულად გვარდება. ფასების დაწევა არავის უნდა, გაგიჟდა მსოფლიო სულ.
დიდება საქართველოს!
ლევანი
23:38 10-08-2023
1

სიახლეები პოპულარული