Sport24-ის ცნობით, "ბეშიქთაშმა" მოსკოვის "დინამოს" საბა საზონოვის ტრანსფერზე მიმართა.
სტამბოლურმა კლუბმა 3 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ საზონოვმა უარი განაცხადა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მხოლოდ ევროპის ტოპ 5 ლიგის რომელიმე გუნდში გადასვლის ვარიანტს განიხილავს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზონოვით "ლიონი" და "ფროზინონე" იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, იტალიური კი ამ ეტაპზე მცველის დამატებას არ საჭიროებს.
აი თავმოყვარე კაცი!