მამარდაშვილის სატრანსფერო საგა გრძელდება - წამყვანი ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ გიორგი "ჩელსიში" გადასვლის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
პოპულარული და სანდო ბრიტანული გამოცემა Evening Standard-ი წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი "ჩელსიში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ლონდონელებს სიაში ორი მეკარე ჰყავთ. ერთ-ერთი სწორედ ჩვენებურია, მეორე კი - "დორტმუნდის" კიპერი გრეგორი კობელი. ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, "სტემფორდ ბრიჯს" ერთ-ერთი მათგანი მიაშურებს.

მოგეხსენებათ, "ჩელსიდან" იჯარით "რეალში" კეპა არისაბალაგა გადავიდა, რის შემდეგაც ლონდონელებს ახალი კარის დარაჯის დამატება აუცილებლად ესაჭიროებათ.

მამარდაშვილი ამ ზაფხულს არაერთ გუნდს დაუკავშირეს და ახლა სანდო წყაროები წერენ, რომ "ჩელსის" მისი ხილვა ძალიან სურს. ვნახოთ...
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი აზრით, გიორგი კარგ ლიგაში თამაშობს და არის ძირითადი მეკარე, ეს ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მეკარესთვის, სტაბილური თამაში ახლა მისთვის ძალიან სასურველია, რათა დააგროვოს გამოცდილება, შემდგომში ასევე სტაბილურად ტოპ გუნდში სათამაშოთ. თორემ სკამის ხეხვით რა გუნდშიც არ უნდა იყვე ტოპ მოთამაშე ვერ გახდები. დიდი წარმატებები გიორგის.
გიზოგ
14 აგვისტო 2023 13:37
0
ჩელსი კარგი გუნდია და რა თქმა უნდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,მაგრამ სანჩესიც კარგი მეკარეა,პრემიერლიგის გამოცდილებით,ბრაიტონის შარშანდელი ფურორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.ახალმისულ მეკარეს,რომელსაც წინასასეზონო შეკრებაც არ გაუვლია კლუბთან ერთად ძალიან რთული იქნება სასტარტოში მოხვედრა,თან ჩელსის მიზანი ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება და რამდენად ანდობენ ძირითადში ადგილს მეკარეს,რომელსაც ბრიტანული ფეხბურთის გამოცდილება არ აქვს და არც ისე დამაჯერებელია გამოსვლებში და ფეხით თამაშში რთული საკითხავია.აქ საუბარია ძირითადში მოხვედრაზე,თორემ სკამზე ჯდობა არაა პრობლემა.მხოლოდ თასებზე რომ ათამაშონ მაქსიმუმ 10 თამაში გამოუვიდეს სეზონში გიოს.
მეზღვაური
14 აგვისტო 2023 15:41
0
მეორე მეკარედ არსად არ უნდა გადავიდეს, ახლა სკამზე ჯდომის დრო არ არის ისეთ ასაკშია.
Givi
14 აგვისტო 2023 15:19
0
ჩელსიში გადასვლა ლორიას თავის დროზე არ გამოუვიდა და ეგება მამარდას გამოუვიდეს?!
ლაშა
14 აგვისტო 2023 14:26
2
ძაან კარგ ადგილზეა, ძირითადში მოიპოვა ადგილი , ყოჩაღ.
რაც შეეხება ჩელსის და მსგავს გუნდებს - ა მ ჟ ა მ ა დ არ არის მზად ტოპ გუნდში სათამაშოდ.
მაგალითად , პენლების არის მისი უსუსტესი წერტილი.
პრაქტიკულად, ორმეტრიანი კაცი ჩვარივით კი არ დგას, დევს კარის ხაზზე.
აშკარად სამუშაო აქცს მაგ კომპონენტზე.
თუ გამოასწორა - ტპპ გუნში გადასვლის პირველი კანდიდატი იქნება
ვალერი
14 აგვისტო 2023 17:10
13
ჯერ ერთი თქვენ რა იცით რისთვის არის მზად და რისთვის არა?
მერე მეორეც, ვალენსიაში რო მიდიოდა მ ზად იყო?
ერთ-ერთი როკფელერი
14 აგვისტო 2023 17:48
1
რათქმაუნდა ჩელსი ბევრად ამბიციური გუნდია და ფინანსურადაც უკეთესი ვალენსიაზე მაგრამ, არის ერთი მაგრამ:
წაადგება ამ ასაკში (როცა ბევრის ათვისება და დახვეწა შეუძლია) სათადარიგოთა სკამზე ხშირად ყოფნა?
წარმატებები გიორგის ნებისმიერ შემთხვევაში.
გიგი
14 აგვისტო 2023 22:00
1
დაანებეთ თავიიიიიიიიიი აცალეთ თამაშიიიიიი
ქომაგი
15 აგვისტო 2023 01:26
1
არამგონია გაუჭირდეს რა იქ ვალენსიას დაცვაზე უარესები დახვდებიან?
იმერელი
14 აგვისტო 2023 20:53
0
მამარდაშვილი არ არის გრანდის დონის მეკარე. ჩელსი კი გრანდი კარგა ხანი ვეღარ იქნება. ის ისეთ დღეშია კიდევ ბევრი წელი ვერ მოხვდება ტოპ-4-ში და ჩემპიონთა ლიგაში.
odala
14 აგვისტო 2023 20:03
9
ამ ორ კვირაში ბაიერნშიც იყო,რეალშიც, ვიარეალშიც, ახლა ჩელსია რიგში?!ლივერპულზე რას იტყვით?ედელსონი საუდის არაბეთში მიდის თურმე?!
ა.კ.
16 აგვისტო 2023 16:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული