სტუმართა რიგებში ისევ შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.
პირველი შეხვედრის 1:2 წაგების შემდეგ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ სასწაულის მოხდენას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდებოდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.
„სლოვანი“ ახლა ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლიმასოლის "არისს" შეხვდება, რომელმაც "რაკუვის" ბარიერი ვერ გადალახა. შეგახსენებთ, ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.
ჰაიფა. „ოფერ სტადიუმი“
მაკაბი - სლოვანი 3:1
გოლები: 1:0 პიეროტი (29), 2:0 საბია
(45+2), 2:1 ტოლიჩი (85), 3:1 დავიდი (90+3)