კაშიას და კანკავას "სლოვანი" ისრაელშიც დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ ჰაიფაში „მაკაბისთან“ 1:3 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში ისევ შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

პირველი შეხვედრის 1:2 წაგების შემდეგ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ სასწაულის მოხდენას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდებოდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

„სლოვანი“ ახლა ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლიმასოლის "არისს" შეხვდება, რომელმაც "რაკუვის" ბარიერი ვერ გადალახა. შეგახსენებთ, ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ჰაიფა. „ოფერ სტადიუმი“
მაკაბი - სლოვანი 3:1
გოლები: 1:0 პიეროტი (29), 2:0 საბია
(45+2), 2:1 ტოლიჩი (85), 3:1 დავიდი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ მაგ დონემდეც ვერ მივდივართ
Evropeli
09:18 16-08-2023
2
აი ამ სურათზე როა ჯაბა კანკავა იმნაირი თავგანწირვა ჭირდება ნაკრების ყველა წევრს და საერთოდ ქართველ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს და მაშინ მივაღწევთ სასურველ შედეგებს
მალხაზ ჯობავა
15:47 16-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული