"აპოელმა", რომელმაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას" სძლია, კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ლარნაკაში "ზაკაკიუ" 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა მარკინიოსმა გაიტანა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რიკარდო სა პინტუმ გიორგი ქვილითაია "გენტთან" მატჩის წინ დაასვენა, ხოლო ლაშა დვალი შეუცვლელად ათამაშა.
24 აგვისტოს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, "აპოელი" გასვლაზე „გენტს“ დაუპირისპირდება.