25 ივლისს "ბაზელში" გადასული გაბრიელ სიგუა გასულ ტურში "ლოზანასთან" შვეიცარიის ჩემპიონატზე წაგებულ საშინაო მატჩში (1:2) 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გუშინ კი თასზე, გასვლაზე მეორე დივიზიონის "სენ-ბლეზთან" შეუცვლელად ითამაშა.
ლე ფურშეში შეხვედრას 3 600 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა გამარჯვებით (8:1) დასრულდა, 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით 30-ე წუთზე გოლი გერმანელმა თავდამსხმელმა მორის მელოუნმა გაიტანა და ანგარიში 1:3 გახდა.
"ბაზელი" 3 სექტემბერს, სუპერლიგის მეხუთე ტურში, "ციურიხს", ხოლო 15 სექტემბერს, თასის 1/16-ფინალში, ოსტერმუნდიგენის "ბოსფორს" უმასპინძლებს.