სიგუამ "ბაზელში" შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
25 ივლისს "ბაზელში" გადასული გაბრიელ სიგუა გასულ ტურში "ლოზანასთან" შვეიცარიის ჩემპიონატზე წაგებულ საშინაო მატჩში (1:2) 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გუშინ კი თასზე, გასვლაზე მეორე დივიზიონის "სენ-ბლეზთან" შეუცვლელად ითამაშა.

ლე ფურშეში შეხვედრას 3 600 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა გამარჯვებით (8:1) დასრულდა, 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით 30-ე წუთზე გოლი გერმანელმა თავდამსხმელმა მორის მელოუნმა გაიტანა და ანგარიში 1:3 გახდა.

"ბაზელი" 3 სექტემბერს, სუპერლიგის მეხუთე ტურში, "ციურიხს", ხოლო 15 სექტემბერს, თასის 1/16-ფინალში, ოსტერმუნდიგენის "ბოსფორს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე მტკივნეული ისა ფიფია ესეთ ფეღბურთელებს კაპიკებში ყიდის და დინამოშთვისაც არ იყენებს როცა შეუძლია დინამო ესეთ ფეღბურთელებით წინ წაწიოს და მერე მაგარ ფასშიც გაყიდოს მაგრამ არიციის ამკაცმა ფეღბურთი მხოლოდ ფულის კეთება უყვარს...ბიზინა იფიქრე იფიქრე..
სიმართლე
10:35 21-08-2023
5
8 გოლიდან 1 როგორ ვერ გაიტანე
დავით 67
02:11 21-08-2023
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული