5 მილიონის ნაცვლად უკვე 6 მილიონი - კვარაცხელიას მოთხოვნა და დე ლაურენტისის პასუხის მოლოდინი

AutoSharing Option
იტალიის გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია წლიური 1.2-მილიონიანი ხელფასით "ნაპოლიში" ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია. კონტრაქტის გაფორმებისას ის სხვა სიტუაციაში იმყოფებოდა, ახლა ვითარება სრულიად სხვაგვარია და მისი სტატუსიც. გუშინ IL MATTINO იტყობინებოდა, რომ შეიძლება ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ გასამრჯელოს 5 მილიონამდე გაზრდა მოითხოვოს, დღეს კი იგივე გამოცემა წერს, რომ ახლა მოლაპარაკებები ხელფასის მინიმუმ 6 მილიონ ევრომდე გაზრდაზე მიმდინარეობს - ბონუსების და სასპონსორო გარიგებების გარეშე.

ხაზგასმულია, რომ ეს "კვარადონასთვის" "ოქროს ანაზღაურება" იქნება. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელების გასამრჯელოს მომატების მოთხოვნის გამო თავსატეხი გაუჩნდა.
ვიქტორ ოსიმენს 12 მილიონს დაჰპირდნენ და "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი მზადაა დონ აურელიოს კარზე დაუკაკუნოს. ანგარიშის მოყვარულმა დე ლაურენტისმა 16 თვის წინ "კვარასთან" უჩვეულო ხელშეკრულება გაჩარხა, მაგრამ ახლა იძულებული იქნება, პირობებს გადახედოს, რამეთუ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ტალანტს მთხოვნელების რიგი დაუდგა.

SpazioNapoli აღნიშნავს, რომ ქართველი მოთხოვნით ნეაპოლურ კლუბს აფრთხობს და მოლაპარაკებები განსაკუთრებულად წარმატებულად არ მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.

დე ლაურენტისმა შესანიშნავად იცოდა, სკუდეტოს მოპოვებას ფეხბურთელების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვებოდა და თუ მას გადაწყვეტილი აქვს სუპერგუნდი შექმნას, შესაბამისად უნდა მოიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაპოლი" ისეთივე კლუბი გახდება, როგორიც 2022 წლის ზაფხულამდე იყო. მზადაა კი ნეაპოლური კლუბის მფლობელი დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად?

მკითხველის კომენტარები / 48 /
კვირაში ერთი დღე მუშაობთ? დადებთ რაიმე სტატიას და სამი- ოთხი დღე არის და არის, ან ელოდებით რომელიმე საინფორმაციო კომპანია თუ დადებს რამეს და იმას გადმოიტანთ
Idki
09:16 24-08-2023
2
კვირაში ერთი დღე მუშაობთ? დადებთ რაიმე სტატიას და სამი- ოთხი დღე არის და არის, ან ელოდებით რომელიმე საინფორმაციო კომპანია თუ დადებს რამეს და იმას გადმოიტანთ
Idki
09:16 24-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული