კაპელო: შეუძლია თუ არა ზახარიანს კვარაცხელიას მსგავსი დებიუტი ჰქონდეს?

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ არსენ ზახარიანის მოსკოვის "დინამოდან" "სოსიედადში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, შეუძლია წარმატებული გახდეს.

"ესპანეთის ჩემპიონატი ახლგაზრდა ფეხბურთელისთვის კარგი ვარიანტია. ზახარიანმა კარიერის განვითარებისთვის შესანიშნავი კლუბი აირჩია.

შეუძლია თუ არა არსენს ევროპულ ფეხბურთში ისეთივე კაშკაშა დებიუტი ჰქონდეს, როგორც ხვიჩას? მას საიმისოდ მონაცემები გააჩნია, რათა იმაზე არანაკლებ ითამაშოს, ვიდრე ხვიჩა იტალიაში თამაშობს", - განუცხადა კაპელომ РБ Спорт-ს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
კარგი ბიჭი ჩანს ზახარიანი გამიხარდა რომ გააღწია რუსეთიდან, რუსების გულზე რატო უნდა დაიჩაგროს ადამიანი. მაგრამ ეს არაჯანსაღი რუსული დვიჟენიები სხვა ამბავია. ხვიჩას კლავდნენ რუსეთში არაფრით არ უშვებდნენ ტრანსფერებს ბლოკავდნენ. და ათასი საზიზღრობით ხელს უშლიდნენ. თან სულ იმას ამტკიცებდნენ რა უნდა ევროპაშიო არაფერი ფეხბურთელი ეგ არ არისო. როცა თავისიანებს იგივე ამ ზახარიანს პირიქით თავი მოიკლეს ძალით შეტენეს ევროპაში თან სულ აპიარებენ და ოჩენ დიდი მოლოდინები აქვთ. როცა ხვიჩაზე ცინიკურად ბათუმის ნაპოლია მაგისი დონეო და ყველაზე უკეთეს ვარიანტში სერიოზული პრეტენზიები ქონდათ, აშინებდნენ აი ასე ძნელია ევროპაშია ოჩენ გაუჭირდებაო რა უნდა ქნასო ფრთხილად იყოსო და სულ შეშფოთებული პროგნოზები ქონდათ, ჩვენმა კოკორინებმა და მირანჩუკებმა ვერ გაქაჩაო და მაგან რა უნდა ქნასო. იგივე ეს სლუცკები და სიომინები მაგათი სადღეგრძელოები რომ დადის, სულ ასეთი დებილი პროგნოზები და პრეტენზიები ქონდათ. თვითონ რო აზრზე არ არიან ევროპის, რუსეთში ჩამპალი ბებრები და მაინც რუსულად რომ "პროფესორობენ." ასე და ამგვარად ეს ყველაფერი არ არის სამართლიანი და რუსები ამის გულზე დაისჯებიან დაიტანჯებიან. ზახარიანს საკლუბო დონეზე წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ სანაკრებო დონეზე ჯობია სუყველამ დაივიწყონ. რუსეთი და რუსული ფეხბურთი მკვდარი ბაზარია.
bidzia
12:33 25-08-2023
0
ზახარიანი,მართლაც ნიჭიერი ბიჭია და აქაც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი,მაგრამ რასაც წერენ,ეგ მხოლოდ საფეხბურთო კი არა,მათემატიკური თვალსაზრისითაც კი,გამორიცხულია.ჯერ ხვიჩას საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის ალბათობა იყო,თითქმის ნულის ტოლი,მიბრჯნით მომდევნო წელს,კიდევ ერთი ტოპჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად,სრულიად უცნობი დებიუტანტის გახდომა,სულ ცოტა ათასჯერ უფრო ნაკლები ალბათობისაა.ისე,ამ ბიჭს,მართლაც შეუძლია ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს,კოკორინისაგან განსხვავებით.რომელსაც ტვინი არა აქვს.
სოსო
00:19 25-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული