კვერნაძე სათადარიგო იყო - "ფროზინონემ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა.

იტალიის ელიტარულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ "ფროზინონემ" პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა გუნდში გიორგი კვერნაძე მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ სათადარიგოთა შორის დატოვა.

„ფროზინონეს“ 3 ქულა აქვს და 2 სექტემბერს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 ჰარუი (5), 2:0 მონტერიზი (24), 2:1 საპატა (56)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფროსინონე თავიდანვე 2 ბურთით დაწინაურდა და ანგარიშის შენარჩუნება სჭირდებოდა.რა თქმა უნდა ასეთ დროს,შემტევს და თანაც გამოუცდელს არ გამოუშვებდნენ,შეცვლაზე სათამაშოდ.შარშანდელი კრემონეზესაგან განსხვავებით,ყოჩაღად დაიწყეს ჩემპიონატი და იქნებ,ლიგაში ადგილიც შეინარჩუნონ.
სოსო
23:36 26-08-2023
0

სიახლეები პოპულარული