ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" სახლში წააგო

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ბლექბერნთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში 55-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე გიორგი ჩაკვეტაძე.

„უოტფორდი“ 4 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 2 სექტემბერს გასვლაზე „კოვენტრის“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბლექბერნი 0:1
გოლი: ჰედჯესი (72)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხელში აშკარად მოხვდა და იმ პოზიციაში საყრდენი ხელი იყოვო,იმასაც ვერ იტყოდი,მაგრამ ვარი არ მოქმედებს!დაახლოებით 70 წუთზე,გიორგის თავისუფალი სივრცე მიეცა და წინ გაიჭრა.პრივე მხარეზე პარტნიორები გარბოდნენ და შეეძლო მათთვის პასის მიცემა.,წინაც ჰქონდა თავისუფალი დერეფანი,სადაც შესვლა და დარტყმა შეეძლო,მაგრამ ჩაკვემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო,შეფერხდა და ბოლოს,უნიჭოდ მოარტყა ბურთი,მასზე გადმოსულ მცველს.ისედაც საკმაოდ პასიურად გამოიყურებოდა.აშკარაა,რომ ორთაბრძოლების შიში,ისევ აქვს და ამის გამო,ისევ ძალიან შებოჭილია!გუნდში მოაზროვნე ფეხბურთელების დიდი შიმშილი აქვთ და ეს გიოს შანსია,მაგრამ ასეთი შიშით თამაში,მის შანსებს,წყალს გაატანს!გიოს,ახლა, ფეხბურთის მწვრთნელზე მეტად,მგონი ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება.
სოსო
15:01 28-08-2023
0
დათარსულია გუნდი, რა გოლები ვერ გავიდა.
გიორგი
10:35 28-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული