ფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ "სასუოლოსთან" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყო და მწვრთნელი რუდი გარსია კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მითითებებს ასრულებს.

აი, რა განუცხადა ფედელემ რადიო Marte-ს: "რასპადორი თავდამსხმელია და კართან ახლოს უნდა ითამაშოს. გამოსავლის მოძებნაა საჭირო. მე არ მესმის რუდი გარსიასი, ის დარწმუნებულია თუ უბრალოდ სურს, პრეზიდენტს აამოს. გარსია ამბობს, რომ კვარაცხელია სასტარტოში იმიტომ არ დააყენა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მაქსიმალურად ვერ ივარჯიშა
და გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა. ის ცრუობს. "კვარასნაირი" ფეხბურთელი ცალი ფეხითაც თამაშობს.

სიმართლე ისაა, რომ აქ საკვანძო რასპადორის მომენტია. "ნაპოლიმ" მოცემულობა უნდა შეცვალოს და ჯაკომოსთვის მოედანზე სტაბილური ადგილი მოძებნოს. მე პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთია".

დღეს "ტუტოსპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" მალე კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს და სეზონურ გასამრჯელოს 1.25 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე გაუზრდის.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფედელე ფესვში ხედავს იტალიური ფეხბურთის გარშემო ხრიკების ხლართვის მსვლელობებს.იტალიუტი ფეხბურთისგარშემო ბიზნესი ყოველ ხუთ წელიწადში ყროლდება .ხმაურიანი პროცესების განწმენდის მცდელობები,წამდაუწუმაა იტალიის სასამართლოებში. მიტომა ინგლისის და ესპანეთის უმაღლესი ლიგების ტოპ კლუბები,ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის უფრო სასურველი და საჭირო,მატერიალურადაც და ყველაფრითაც,ჯუღელები დააჩაგვრინებენ ნიჭიერ ქართველ ბიჭებს ამ აფერებში გახლართვისას,თავიანთი უვიცობისა გამო,თუმცა ხვიჩა უკვე ჩაიჭრა ვითომ მის კეთილისმსურველებისა რჩევებით.ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებში ართამაშით,როცა ჯერ სამშობლო დამერე დანარჩენი სხვა,იყო მისთვის გადაუდებლად საჭირო.
მ.ზ.
29 აგვისტო 2023 18:25
5
ბიჯო, დავიჯერო ამ ნაპოლიზე სხვა ვინმე არ აკეთებს ხოლმე კომენტარს სულ ეს ავანტიურისტი, ეპატაჟური კაცი რომ მხვდება ყოველდღე აქ - "ვხედავ რუსეთში ტყეებს ცევხლი უკიდიათ" -ის მსგავსი კომენტარებით?
გადახდილი აქვს თუ რა ხდება?:))) რას სიაფანდობს ის იქ? ან ჩვენ აქ რატო განვიხილავთ მის აფერისტობებს? :))) საგიჟეთია:))(
იბერია
29 აგვისტო 2023 14:18
6
კვარამ, როგორც კი 5-6 მლნ.მოითხოვა, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე დასვა დე ლაურენტისმა.ფიდელე ბევრ სიმართლეს ამბობს ხოლმე.მიმანიშნებელია პენალტის შემდეგ ოსიმენის ქცევაც.მან "დაჩაგრული ძმა" გაამხნევა, როცა მასთან მიირბინა და გადაეხვია.კვარამ გამოსასყიდი თანხა უცვლელი უნდა დატოვოს ან მაქსიმუმ 50 მლნ-ზე უნდა დადოს კონტრაქტი.ყოველთვის სკამზე ვერ დასვავს.ზამთრის ტრანსფერზე კვარაზე ტაციაობა იქნება.თუ დე ლაურენტისის პირობას დათანხმდება დამონებული იქნება,ნაპოლიში ამოალპოპს მას ეგ ღორ*.
გიგა
29 აგვისტო 2023 12:20
3
კვარამ, როგორც კი 5-6 მლნ.მოითხოვა, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე დასვა დე ლაურენტისმა.ფიდელე ბევრ სიმართლეს ამბობს ხოლმე.მიმანიშნებელია პენალტის შემდეგ ოსიმენის ქცევაც.მან "დაჩაგრული ძმა" გაამხნევა, როცა მასთან მიირბინა და გადაეხვია.კვარამ გამოსასყიდი თანხა უცვლელი უნდა დატოვოს ან მაქსიმუმ 50 მლნ-ზე უნდა დადოს კონტრაქტი.ყოველთვის სკამზე ვერ დასვავს.ზამთრის ტრანსფერზე კვარაზე ტაციაობა იქნება.თუ დე ლაურენტისის პირობას დათანხმდება დამონებული იქნება,ნაპოლიში ამოალპოპს მას ეგ ღორ*.
გიგა
29 აგვისტო 2023 12:11
1
ჯერ ერთი ფედელეს ეგ არ უგულისხმია რო კვარამ რადგან 5-6 მილიონი მითხოვა სკამზე დასვაო, რასპადორი რო არ ამოლპეს სკამზე მაგიტო ათამაშესო კვარას ნაცვლადო. მერე მეორე რატო გადაწყვიტე რო 5-6 მილიონუ მოითხოვა? იტალიურ ყვითელ პრესას რატო უჯერებთ? მერე მესამე გამოსასყიდი ეხლაც არაფერი უწერია და ისევ იგივე როგორ დატოვონ და თან მინიმუმ 50 მილიონი? მერე მესამე სკამზე ამოალპობენ რას ქვია, დელაურენტისი გიჟი კიარაა ბავშვური ჯიბრაობის გამო ათობით მილიონი დაკარგოს და გულშემატკივართა არმიას დაუპირისპირდეს... რა უცნაური მსჯელობები იწერება ხოლმე აქ, გეგონება ასე მარტივადაა ის მოითხოვს 6 მლნს და ეს დასვამს სკამზე...
რა მაფიაა?
29 აგვისტო 2023 13:15
3
კვარაცხელია თავისმა აგენტმა დაღუპა პირდაპირი მშვნილელობით იმიტომ რომ არ იაქტიურა გუნდის შეცვლაზე
მომო
29 აგვისტო 2023 10:50
7
შეტევის ხაზი ძალიან გადატვირთულია. ყველა ცდილობს გოლის გატანით თავის გამოჩენას. ნაპოლი სულაც არ არის შეკრული გუნდი. წინა ხაზში ძალიან დიდი კონკურენციაა და მხოლოდ მაშინ ატენიან ხვიჩას ბურთს როცა მილანს, იუვეს ან ინტერს ხვდებიან. აშკარაა რასპადორიზე, როგორც იტალიელზე აქცენტი თუმცა ჩემი აზრით სიმეონე უკეთესი ფეხბურთელია.
სკ ზესტაფონი
29 აგვისტო 2023 09:59
3
ხალხი რა შეთქმულების თეორიებითაა. შარშან სპალეტიზე იძახდნენ, სპეციალურად აკრიტიკებსო, შეზღუდაო, გააფუჭებსო და ასე შემდეგ. საუკეთესო შედეგი აჩვენა სპალეტისთან და საუკეთესო გახდა საერთოდ მთელს იტალიაში.
ინტერვიუშიც როგორ ილაპარაკა კვარამ სპალეტიზე ნახეთ ალბათ.
ახლა რუდი გარსიაზე გადავერთეთ საგინებლად და უკვე წინასწარ ვიცით, თურმე კვარა რომ გააფუჭოს იმისთვისაა ჩამოსული ნაპოლიში.
ცოტა რეალურად ვიაზროვნოთ. ან დელაურენტისს ან რუდი გარსიას ან ვინმეს კვარას სპეციალურად სკამზე დასმა ან წასვლა რატომ უნდა აწყობდეს. ვინ ჰყოლიათ აქამდე ისეთი, ვინც მსგავსი შედეგი დაადებინათ. სკუდეტო სულ რომ ვერ მოეგოთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ იყვნენ აქამდე განასვლელი და იქ გაიყვანათ. რა თამაშები აჩვენეს ლიგაზე და საერთოდ დაფრინავდა გუნდი შარშან, იმდელა მუხტი შეიტანა.
ვინც ზიანს აყენებდა კვარას თავისი მზაკვრულობით იყვნენ რუსები, თავისი უაზრო განცხადებებით. არავის რომ არ უნდოდა თურმე კვარა და ერთი დოლარიც რომ არავინ შესთავაზათ. ეს იყო ზიანის მიყენება რეალურად.
ნაპოლიში მას ყველაფერი კარგად აქვს და ექნება კიდე. არგინდათ ამ ისტორიების თვითონ მოფიქრება და მერე დაჯერება.
ვიღაცას რომ შურს, სპეციალურად პასს რომ არ აძლევს ან სპეციალურად სკამზე რომ დასვამს რადგან გააფუჭოს.
რა აბსურდებს წერს ხალხი მართლა
Spain
29 აგვისტო 2023 09:53
2
დე ლაურენტისი რომ ჩაერევა მოედანზე მიმდინარე ამბებში ეჭვი არ მეპარება, სპალეტისთან არამგონია გასვლოდა, აი რუდი გარსია რატომღაც მგონია რომ დაყოლიებული ყავს. ანუ მათი ინტერვიუებით ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. მგონია კვარა მაგ გუნდში ამ წელს ისე ბედნიერი და ლაღი ვერ იქნება, იმედია ეს მის თამაშზე არ აისახება. ნაპოლი უნდა დატოვოს და ეხლა რაღაც კატასტროფა გამოსასყიდი თანხა ან კიდე საერთოდ მაგ თანხის ხსენების გარეშე კონტრაქტი არ უნდა განაახლოს, დე ლაურენტისი ერთი წამით სანდო არააა!!!!
ზურა
29 აგვისტო 2023 00:29
0
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0424DVgvDbYm4qgrLxtju3GViBwqoBCVcnfAqCKsfrfwS2BSkHdxMbDA6p4sbNxNTl&id=100077070046898&mibextid=NOb6eG


ნახეთ ეს პოსტი და ისიამოვნეთ იტალიელების კომენტარებით ხვიჩაზე. ნამდვილი გულშემატკივრობა თუ გინდათ ისწავლოთ აქ არის...
.
28 აგვისტო 2023 23:50
5
ეს კაცი სულ ასეთ რაღაცეებს ჩორტაობს და ჩრუტუნობს.
კირკიტა
28 აგვისტო 2023 23:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული