მიქაუტაძე ამსტერდამში მიფრინავს და მალე "აიაქსის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ რამდენიმე სატრანსფერო ვარიანტიდან "აიაქსი" აირჩია, - ამის თაობაზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

მიქაუტაძე კერძო თვითმფრინავით სასწრაფოდ ამსტერდამში გაფრინდება, სადაც ხვალ დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

უცნობია, რა თანხა დაუჯდება "აიაქსს" ქართველის შეძენა და დაუტოვებს თუ არა იჯარით "მეცს". ამის სურვილი ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გამოთქვა.

"აიაქსში" გიორგიმ მოჰამედ კუდუსი უნდა შეცვალოს, რომელიც "ვესტ ჰემმა" 40 მილიონ ევროდ შეიძინა. ამსტერდამული კლუბის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიქაუტაძის ტრანსფერს განიხილავენ და კლუბის ხელმძღვანელობას არჩევანს უწონებენ.

Football Today აღნიშნავს,
რომ ამ ზაფხულს "აიაქსი" ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც სებასტიან ალერი წავიდა, ბომბარდირი არ ჰყავს და მიქაუტაძის სახით, შესაძლოა, მისი მემკვიდრე დაიმატონ.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ყოჩაღ ჟორჟ! მაგარი ამბავია! წარმატებები!!!❤️
შოთა
22:13 28-08-2023
1
მიდი გიო!!მაგრად შეუბერე ყველა გრანდს ანანებინე, რომ შენში დაენანათ ფულის გადახდა!!
ლადო
21:30 28-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული