"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი, როგორიც "აიაქსია". ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც პირველად ამ გუნდის ინტერესის შესახებ გავიგე. ყველამ კარგად იცის, თუ რა სახელი აქვთ ამსტერდამელებს მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით.
ეს დიდი გუნდია, სადაც არაერთ ბრწყინვალე ფეხბურთელს უასპარეზია. მეორედ არც დავფიქრებულვარ და აქ წამოსვლის გადაწყვეტილება ეგრევე მივიღე.
ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც მუდმივად ბურთის ფლობა მოსწონს, ტექნიკა, სისწრაფე, გოლის გატანის ალღო. ძალიან მიყვარს გოლის შეგდება და შედეგიანი გადაცემის გაკეთება,
"აიაქსის" ისტორია კარგად ვიცი. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მოიგო და ამ გუნდს უდიდესი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგალითად, შოთა არველაძე, რომელიც ჩემი თანამემამულეა.
არველაძის ის სიტყვები, რომლებიც ჩემი მისამართით თქვა, ძალიან მაბედნიერებს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, რომელმაც არა მარტო ამსტერდამში, არამედ სადაც ითამაშა, წარუშლელი კვალი დატოვა.
ვინ არის ჩემი კუმირი? - კრიშტიანო რონალდო და კიდევ სხვა არაერთი. არა მარტო ფეხბურთით, არამედ ცხოვრებაში პერსონალური თვისებებითაც. ის დიდი სამუშაო, რომელიც მან გასწია, რათა ამ დონისთვის მიეღწია და 38 წლის ასაკშიც ძალიან ბევრს შრომობს.
შევადარებდი თუ არა ჩემს სტილს რონალდოსას? - არა, არ მინდა, ჩემი თავი ვინმეს შევადარო, რადგან მე ჩემი პერსონალური მონაცემები მაქვს და ჩემს თავს ვეკუთვნი. მაგრამ მინდა, რომ მენტალურად მას ვგავდე.
ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და დავამტკიცო, რომ მაქვს იმის მონაცემები, ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვიყო", - თქვა მიქაუტაძემ.
"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]