სააგენტოს ცნობით, ნეაპოლში ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველის აგენტი ითხოვს, რომ ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო ჩაიწეროს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დე ლაურენტისმა უკმაყოფილება გამოთქვა. 72 წლის კინოპროდიუსერი ამ თანხის 150 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუმცა ამ დროისთვის მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.
ოთხი ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე, კალათები დაკომპლექტდა - დღეს წილისყრა ჩატარდება
ფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა
შარშანდელი სეზონის დაწყებამდე 90 მილიონის ნახევარსაც კი დაყაბულდებოდა დე ლაურენტისი გამოსასყიდ თანხად, როგორც კიმის შემთხვევაში, რომლის აგენტიც ჯუღელთან შედარებით პროფესიონალურად მიუდგა საქმეს, შორს გაიხედა და 'პრედლაჟენიას" არ დახარბდა:)))