ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „აიაქსი“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა, რადგან პირველი შეხვედრა 4:1 ჰქონდა მოგებული, ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მასპინძელთა გუნდს ვერ დაეხმარა გიორგი მიქაუტაძე, რომლის განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრეს. "ლუდოგორეცთან" შეხვედრის 72-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს ამსტერდამელთა თავდამსხმელი სტივენ ბერგვეინი. ნიდერლანდური მედიის ცნობით, ის სერიოზულად დაშავდა და სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გასვლაზე "ფორტუნასთან" თამაშს ვერ შეძლებს. "აიაქსში" გიორგის დებიუტი, ალბათ, სიტარდიში შედგება.
ამსტერდამი. „კრუიფ არენა“
აიაქსი - ლუდოგორეცი 0:1
გოლი: ტისერა (62)