"ლაციოსთან" სერია A-ს მესამე ტურის საშინაო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" თავკაცმა რუდი გარსიამ ისაუბრა:
"ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩვენთვის შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, ან უარესი. "რეალთან" დაპირისპირება განსაკუთრებით მიხარია, ვინაიდან დიდი გუნდია და თანაც, 2016 წელს, როდესაც "რომას" მწვრთნელი ვიყავი, მათ წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, მაგრამ იქამდე მომიწია სამუშაოს დატოვება.
გვინდა უშუალო კონკურენტთან 3 ქულა და ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მივიპოვოთ. ლინდსტრემი ლოსანოს წასვლის გამო ავიყვანეთ. მექსიკელი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ფინანსური მიზეზების გამო მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. დანიელი გასულ სეზონში "აინტრახტში"
კარგად თამაშობდა, ხვალ სასტარტოში არ იქნება, სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ 7 შეხვედრა გვაქვს და შანსი მასაც მიეცემა. ის დინამიურია და თამაშის საინტერესო სტილი აქვს.
როგორაა "კვარა"? კარგადაა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი სრული კვირა ევარჯიშა. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა შეხვედრას პირველივე წუთიდან. ჩვენ მეტოქეებს არავითარ ინფორმაციას არ ვაწვდით.
ლობოტკა შეტევებში ნაკლებად მონაწილეობს? წარსულზე ვერაფერს მოგახსენებთ, მინდა ყველა ნახევარმცველი სათანადოდ გაისარჯოს. ნატანი? დაანებეთ მას თავი. ჯერ კიდევ სჭირდება განვითარება, ბევრი აქვს სასწავლი, მასაც ექნება თავის წარმოჩენის შესაძლებლობა. ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და იმედია, ჩვენს გუნდში კიდევ ბევრ სეზონს ჩაატარებს".

ნეტა ამ ქართველებმა ეს პარანოია და მოჩვენებები მოვიშოროთ და მუდმივად დაკომპლექსებულებს არ გვეგონოს
გვჩაგრავენო და მეტი არაფერი მინდა.
კაცი იმიტომ შეიზიზღეს, რომ ტრავმიდან ახალი დაბრუნებული ფეხბურთელი ეგრევე არ დააყენა სასტარტოში და გასაგებად თქვა, რომ გარისკვა არ უნდოდა.
ვიღაცა წერდა, წავიდეთ ქართველები და ვაჩვენოთ რომ უპატრონო არაა ჩვენი ბიჭი და არ დავაჩაგრიოთ არავისო.
მართლა ავადაა ეს ხალხი გეფიცებით...