"ლაციოსთან" ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზიც განმარტა:
"პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო, ამას ვიმსახურებდით. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მეტოქემ კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მეორე ტაიმი გაცილებით უარესად ჩავატარეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "ლაციო" შეტევაში ძლიერია, კონტრიერიშებზე დაგვიჭირეს. არც გაგვიმართლა, თან აგრესიულები ვერ ვიყავით. ბოლოს ჟეზუსს და ლინდსტრემს მართებდათ გატანა. მარცხი უნდა მივიღოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ შვიდმატჩიანი მარათონი გველის და მოგებით უნდა დავიწყოთ.
რატომ შევცვალე "კვარა"? შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა,
რამდენიმეჯერ დაკარგა
ბურთი. ამ სეზონში 90 წუთი არ ჰქონდა ჩატარებული, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს დაგეგმილი გვქონდა. მას თამაშამდე ველაპარაკე და ჩვენ დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია. დებიუტში გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი მარუშიჩს მოხვდა".
ნაპოლის მაქსიმუმი წინა წლის სკუდეტო იყო ლიმონი უკვე გამოწურა დელაურენტისმა, ღირებული შევსება კი საერთოდ არ აღირსა გუნდს და როგორც ჩანს არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას ეს ბებერი მელაკუდა.