"რატომ ცვლი გუნდის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს?" - გარსია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

AutoSharing Option
გუშინ, 2 სექტემბერს, სერია A-ს მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "ლაციოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"პარტენოპეის" ქომაგებმა მარცხის მთავარ მიზეზად რუდი გარსიას გადაწყვეტილებები დაასახელეს და სოციალურ ქსელში ფრანგი სპეციალისტი გააკრიტიკეს.

"ანგისასთან ერთად, მოედანზე ერთით ნაკლები ფეხბურთელი გვყავდა. გარსიამ ზელინსკი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა არა ანგისა, რომელსაც კატასტროფული მატჩი ჰქონდა. რატომ შეცვალა "კვარა", რომელიც გუნდის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია?", - ვკითხულობ ქომაგების კომენტარებს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების შემდეგ, 16 სექტემბერს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ

მიზეზი განმარტა

altროგორ შეაფასეს კვარაცხელიას თამაში?

altხვიჩა სასტარტოში დაბრუნდა - "ნაპოლის" სახლში "ლაციომ" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
ხვიჩას გამო კომენტარებში ხმალაობა ჯერ კიდე იმ დროიდან მიწევს, კრილია სავეტოვებს და ხიმკებს თუ ვერ გაუტანდა და ღრუსული პრესა რომ აჭრელდებოდა, ეს კრილიას ვერ უტანს და დიდ გუნდში რას იზამსო და აქაურობის 90 % რომ ეთანხმებოდით იმ უვიცებს.
მე და ორი სამი კაცი ვიყავით აქ ხვიჩას გულშემატკივარი, დანარჩენი დაგეშილი ელოდებოდით, როდის წააგებდა რუბინი და როდის დაბრალდებოდა ხვიჩას წაგება. კბილებს ილესავდით მარა ხვიჩამ როგორც წარმართა თავისი კარიერა და რაც მოახდინა მოკლე ხანში, ყველაფრად ღირდა.
საქართველოს ჩემპიონატში რომ ჩამოვიდა და ქართულ გუნდებს უტანდა, მაგანაც იუვენტუსს არ გაუტანოსო ქირქილებდით. ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც იუვენტუსსაც გაუტანა და სხვებსაც.
ეს მასიური სიყვარული მოჩვენებითი იყო მის მიმართ, ძალიან ბევრი გაიშიფრა და კიდე გაიშიფრება.
რუსეთის ჩამპალ ჩემპიონატს ვუყურებდი მის გამო და მისი მჯეროდა ჯერ კიდე იმ ჭაობში თამაშის დროს და როგორ ფიქრობთ რამდენიმე უგოლო თამაში შეგვაშინებს მის გულშემატკივარს? თქვენ კიდე დაჯექით და ითვალეთ რა გაქვთ მეტი საქმე.❤️
Skeleton
22:04 03-09-2023
2
ხვიჩა შენ ხარ ჩვენი სუპერვარსკვლავი!!! ნაპოლიში ყველაზე კრეატიული,ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე(რომელიც ასე აკლია თანამედროვე ფეხბურთს) ჩვენ,ნამდვილი გულშემატკივრები სიამოვნებას ვიღებთ შენი ყოველი თამაშის დროს!!! წარმატებები!!! უფალი გფარავდეს❤️
გულშემატკივარი
15:19 03-09-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული