18 წლის სიგუამ სადებიუტო გოლით "ბაზელი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიის სუპერლიგის მეექვსე ტურში გაბრიელ სიგუამ "ბაზელს" სახლში "ციურიხთან" ქულა მოუპოვა.

სიგუა 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, რის შემდეგაც რენატო ვეიგამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში 18 წლის ქართველმა ანგარიში გაათანაბრა.

გაბრიელმა ჩემპიონატზე ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მოახერხა გატანა. 21 აგვისტოს მან თასზე "სენ-ბლეზთან" საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბაზელს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით მეცხრე ადგილზეა და 15 სექტემბერს თასის 1/16-ფინალში, ოსტერმუნდიგენის "ბოსფორს" უმასპინძლებს, 24 სექტემბერს კი ჩემპიონატის მეშვიდე ტურში გასვლაზე "ივერდონს" დაუპირისპირდება.

ბაზელი. „სენტ
იაკობი“. 27 744
მაყურებელი
ბაზელი - ციურიხი 2:2
გოლები: 0:1 ბარიშიჩი (45, საკ. კარში), 0:2 ოკიტა (48), 1:2 რენატო ვეიგა (73), სიგუა (90+5)

ვიდეო: Georgian Footy

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები! იმედია ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. თან ნახევარმცველი, რომელსაც გოლის ალღო აქვს ძალიან ფასობს.
არტ
17:18 04-09-2023
0
სიგუა, შორეულ ძელს კარგად ჰკეტავს და საერთოდაც,ძალიან კარგი ბიჭია.მჯერა,დიდხანს არავინ გააჩერებს,შვეიცარიაში.
ივა გელაშვილმაც პირველი ტაიმი ითამაშა,სპეციას რიგებში და ეს,მგონი მისი დებიუტია!
ორივეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
15:05 04-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული