"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-თან ინტერვიუ ჩაწერეს და სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს.

"ვიმეორებ, ხვიჩა "ნაპოლიში" ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია; ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის "ნაპოლიში" თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს.

ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც
თბილისში.

მინდა "ნაპოლის" ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს. ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს. ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ "ნაპოლისა" და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.

საქართველოში "რეალს" ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.

რუდი გარსიამ მუშაობა ახლახან დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

altკვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

alt"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 28 /
https://www.youtube.com/watch?v=H5GicIRMxII&t=2s

აგერ ლინკი ქართულადაა ვუყურებდი ჯუღელს და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა ეს ბადრი კვარაცხელია კი ძალიან რაღაცნაირი დამყოფი კაცი ჩანს ცოდოა ცოდო ხვიჩა
კახა
08 სექტემბერი 2023 14:08
5
საქმე აკეთოს კარგად, ქართველი ბიჭები ევროპაში გაიყვანოს და მის გარეგნობას და ლაპარაკის მანერას რას უყურებთ. საქმით არ დაუმსახურებია გულისრევა. გარეგნულად კი ტოვებს გაღლეტილი თაღლითის შთაბეჭდილებას ))), მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია
ხვიჩა
08 სექტემბერი 2023 16:40
4
რა ვერ მოვიშალეთ ეს სხვისი ფულის თვლა, კაცი იძახის მყოფნის რასაც გვაძლევენო და თქვენ რანაირად გადაუწყვიტეთ რომ მეტი სჭირდება?
გაკვირვებული გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2023 13:55
7
გასაგებია, რომ ხვიჩასა და მისი ოჯახის მხრიდან ჯუღელის მიმართ გულწრფელი, ადამიანური ურთიერთობით გამოწვეული განწყობაა. ეს საკითხო არც იქნებოდა ხვიჩას გულშემატკივარის შეშფოთების საგანი, რომ არა ერთი გარემოება: ჯუღელი ზუსტად ამ ტერმინოლოგიით გამოდიოდა და საიმანოვის მიმართ დითირამბებს თხზავდა, მაშინ როცა რუბინმა ყველა შესაძლო ნორმალური ტრანსფერი დაბლოკა. შედეგად ხვიჩამ თამაშს მაშინ ნამდვილად მოუკლო, სლუცკი სკამზეც კი სვამდა, რუსული მედია კი ჰყვებოდა რომ ხვიჩა უკვე ამოკეტეს რუსმა ფეხბურთელებმა. კაცმა არ იცის როგორ განვითარდებოდა მისი მომავალი რომ არა უკრაინის ომი. სწორედ ამის შედეგად აღმოჩნდა ნაპოლიში და ამაში ჯუღელის ღვაწლი მიზერულია. ეს არის სინამდვილე. მაშინ როცა ბოჭი ოქროს ბურთის კანდიდატებშია, სერია ა_ს საუკეთესო ფეხბურთელი და აქვს ანაზღაურება ახალმოსულ ნატანსა და კაიუსტეზე ნაკლები, სხვას რომ თავი დავანებოთ ეს ნორმალურია? ეს უნდა გაბედნიერებდეს? ასეთ პრეცენდენტს ვერ მეტყვით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რა ვადიანი კონტრაქტზეც არ იყოს საუბარი. ეს არ არის ფეხბურთელის, საკითხი სრულად აგენტის მოსაგვარებელია, ისე როგორც ამას ოსიმენის, რუის, გაეტანოს და სხვათა აგენტები აკეთებენ. ეს საკითხი აბსოლუტურად გაუგებარია იტალიელ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრებისთვისაც კი.ჩვენი სურვილი ერთადერთია: კვარა უკვე ამ წუთისათვი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავია და არანაირმა გარე ფაქტორმა არ უნდა შეუშალოს ხელი იმის კეთებაში, რაც ასე ბრწყინვალედ გამოსდის.
ამატაკი
08 სექტემბერი 2023 13:46
2
ნაპოლის დატოვებას რომ არ აპირებთ, მაგან ხომ არ წაახალისა ლავრენტის სიძუნწე? კარგ თამაშს კარგი ანაზღაურება თუ არ ახლავს და ამაზე პროტესტი არ არის, მაშინ გამოდის, რომ თქვენ თვითონ ახალისებთ ლავრენტის სიძუნწეს.
ჟორა გაბრიჭიძე
08 სექტემბერი 2023 12:46
6
აუუუუ აზრზე არ არის ეს ბადრა და ამის პადელნმიკი ლიგა ჩემპიონოვ ტიპი.ცავატანემ რა სჩასტიე რის სჩასტიე 5 ჯერ ნაკლებ ზარპლატას იღებს ბიჭი. აბა შენა ხარ რა ჩემო ბადრა :(((
robert22
08 სექტემბერი 2023 12:35
39
რა ვიცით რა ხელფას იხდიან, ან ვის რას უხდიან ეს მაფიოზები. მთავარია ხვიჩა იყოს კარგად და დროზე მოიპოვოს დამოუკიდებლობა ამ ბნელი ტიპებისგან. როცა არ ვიცით რა ხდება, რეალური სურათი არ დაიდება.
456
08 სექტემბერი 2023 15:50
4
მაგრათა ხარ
გიო
08 სექტემბერი 2023 13:22
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული