მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"მე ვფიქრობ, რომ თავისი სტილით ხვიჩა სწორედ "ბარსელონას" მიესადაგება, ეს მისი გუნდია. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ის ახალგაზრდა და პროგრესირებადი ფეხბურთელია. ვფიქრობ, კვარაცხელიას დონე "ბარსელონას" შეესაბამება.
ღირს თუ არა ხვიჩა 100 მილიონი? ეს საკამათო მომენტია, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია. ვინაიდან ბაზარზე ასეთი ციფრებია, ის კი ევროპის წამყვანი მოთამაშეა, ე.ი. ღირს 100 მილიონი", - განუცხადა სიომინმა "ჩემპიონატს".