გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ თურქეთში გუნდი გამოიცვალა.

ბერიძემ სუპერლიგის "ანკარაგიუჯიუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და პირველი ლიგის "კოჯაელისპორში" გადავიდა.

ბერიძე ადრე "დილაში", "ზესტაფონში", "გენტში", "ტრენჩინში", "უიპეშტში", "ლოკერენსა" და "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა. მან ეროვნულ გუნდში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"კოჯაელისპორი" 4 ტურის შემდეგ 6 ქულით ჩემპიონატში მერვე ადგილზეა და 16 სექტემბერს "ბოლუსპორს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტრანსფერმარკეტზე ნახეთ და მიხვდებით თუ რატო გადავიდა თურქეთის 2 ლიგაში
gigi
17:04 12-09-2023
0
კომენტარებში წერენ რომ სირცხვილია თურქეთის 1 ლიგაში გადასვლა. სირცხვილი რატომ არის?? აბა ჩადით და ნახეთ როგორი პირობებია, როგორი გაშუქებაა და როგორ უყვართ ფეხბურთელები ქოჯაელში. აქ მგონი კომენტარებს ისეთი ხალხი წერს, ფეხბურთთან შეხება მხოლოდ ტოტალიზატორიდან რომ აქვს. მე ვიცი რაც ხდება ქოჯაელში და ამას იმიტომ ვწერ, თან ასეთი კომენტარებით ხომ გულს ტკენთ ფეხბურთელებს და ამ შემთხვევაში გიორგი ბერიძეს. მიდი გიო, მიაწექი ბოლომდე, მთელი გულით გგულშემატკივარობ!!!
იღბლიანი
16:35 12-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული