"კვარაცხელია იჯარით "მანჩესტერ იუნაიტედში"? - ინგლისელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ინგლისელმა ჟურნალისტმა მაიკ კიგანმა "დეილი მეილს" განუცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან აფასებს:

"არის თუ არა სახელები, რომლებიც მართლაც თვალში საცემია? იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა ფლანგზე მწირი ვარიანტებია, იანვარში ეს პოზიცია აუცილებლად გასაძლიერებელია.

არ გამიკვირდება, თუ მომავალ სეზონში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია  პრემიერლიგაში აღმოჩნდება, თუმცა ის სხვა ფლანგზე თამაშობს. მე ვიცი, მას აფასებენ, მათ შორის - "იუნაიტედი", მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს იაფი დაუჯდეთ და ტრანსფერი სეზონის მიმდინარეობისას ნაკლებად სავარაუდოა.

იანვარში იჯარის განხორციელება შეიძლება მისი აქ გადმოყვანის საშუალება გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 30 /
ხვიჩას ვინც ლანძღავთ "კვარაცხელოვს" და სექტას ეძახით . თქვენ ხართ მე5 კოლონა არცერთი ქართველები არ ხართ
მე-5-ე კოლონა
21:25 13-09-2023
6
ვინც კვარას აკრიტიკებთ ტიპიური ნაც სექტანტები ხართ. კვარა თუ თქვენი საკრიტიკოა მაშინ აღარ ყოფილა საშველი. როცა ახალგაზრდული 3 ფავორიტთან ჯგუფში პირველზე გავიდა მაშინ რატომღაც კვარა არავის არ გახსოვდათ. უმადური დაინახავ ადამიანს რა ეშველება. ისიც ადამიანია და შეცდომებიც ექნება მარა ის რო ახალგაზრდულში არ ითამაშა არც შეცდომა და არც მითუმეტეს ღალატი არაა. თვითონ ბიჭს გზა გახსნილი აქ დიდ ფეხბურთში და სხვებს არ შეუშალა ხელი. იმ სხვებმა თვითონ შექმნეს ეს გუნდი კვარას გარეშე. ასე რომ შეეშვით მაგ ბიჭს თქვენ ქენით მეტი არა არც მისი დონის მაგის ნახევრის ნახევარი ქვეყნისთვის და მერე ილანძღეთ.
ლაშა
11:56 14-09-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული